ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

რეგიონში, სადაც იესომ პეტრეს „კლდე“ უწოდა, ტაძარი აღმოაჩინეს

by დაჩი პაპაშვილი 4 ნოემბერი, 2020
4 ნოემბერი, 2020 282 ნახვა

ხაიფას უნივერსიტეტის დოქტორმა ადი ელრიხმა The Times of Israel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო ხანს ისრაელში აღმოჩენილი ეკლესია აშენებულია მე-4 ან მე-5 საუკუნეში. კვლევები ცხადყოფს, რომ ქრისტიანმა მშენებლებმა ტაძარი ყოფილ რომაულ, წარმართულ სამლოცველოზე დააშენეს.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ქრისტიანებმა ტაძარი ბანიას ნაკრძალში ააშენეს, ისრაელის ჩრდილოეთით, ფილიპეს კესარიაში სწორედ იესო ქრისტესა და პეტრესთან დაკავშირებული ბიბლიური გადმოცემის სამახსოვროდ.

შეგახსენებთ, რომ მათეს სახარების მე-16 თავი პეტრეს მიერ იესოს მესიად აღიარების შესახებ გვიამბობს. იესო კი პასუხად მიუგებს: „მე გეუბნები, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, რომელსაც ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.“

ისტორიული ცნობების მიხედვით, ბერძნული ღმერთის – პანისადმი მიძღვნილი თავდაპირველი ტაძარი აშენდა ქრისტეს შობამდე მე-3 საუკუნეში. ქრისტეს შობიდან 320 წელს კი იგი ქრისტიანულ სამლოცველოდ გადაკეთდა.

არქიტექტურულად ღია სტილის მქონე ტაძარს ასევე გამოარჩევდა ტაძრის შუაში არსებული პატარა აუზი. ეკლესიის იატაკი მოპირკეთებული იყო პატარა ჯვრებით. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ის ადგილი, სადაც ტაძარში პანის ქანდაკება იდგა, გადაკეთდა ეკლესიის აფსიდად. აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი, საინტერესო ქვა ზედ ამოტვიფრული ჯვრებით. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ჯვრები ქვაზე სამახსოვროდ არის დატოვებული VI-VII საუკუნის მომლოცველების მიერ.

„ისტორიიდან ცნობილია, რომ როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ცხადდებოდა რომელიმე ქვეყანაში, ისინი არ ეძებდნენ ახალ ადგილებს ტაძრებისთვის, არამედ ცდილობდნენ წარმართული თაყვანისცემის ადგილების ქრისტიანულ სამლოცველოებად გადაკეთებას.“ – თქვა ელრიხმა.

როგორც დოქტორმა ადი ელრიხმა განუცხადა The Times of Israel-ს, ბანიას ეროვნულ პარკში, სადაც ტაძრის ნაშთები იქნა აღმოჩენილი, არის რამდენიმე ისტორიული არტეფაქტიც, რომლებიც მოიცავს დროის მონაკვეთს რომაული პერიოდიდან ჯვაროსნებამდე.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები