ბიბლიის თარგმნის ორგანიზაციის, Wycliffe Bible Translators-ის მიხედვით, ბიბლიამ გადალახა 700-ენოვანი ბარიერი და მისი თარგმანი უკვე 704-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ახალი აღთქმის თარგმანი 1551 ენაზეა განხორციელებული, ხოლო 1160 ენაზე ბიბლიის გარკვეული ნაწილია ნათარგმნი.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს პული ამბობს, რომ მიუხედავად ახალი კორონავირუსის გამოწვევებისა, ღვთის სიტყვის თარგმნა გრძელდება. მუშაობა თანამშრომელთა ნაწილმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა, ხოლო ზოგიერთმა შეძლო ონლაინრეჟმზე გადასვლა და თარგმნის ისე გაგრძელება.
„ეს გამამხნევებელი ციფრებია და გვიჩვენებს იმას, რომ წმინდა წერილის თარგმნის ამოცანა გლობალური პანდემიის შუა პერიოდშიც კი მნიშვნელოვანი პროგრესით მიიწევს წინ. ძალიან მადლიერები ვართ ღმერთის, რომ ის გამუდმებით ზრუნავს ყოველ ჩვენგანზე და კურთხეულს ხდის ბიბლიის თარგმნის სამუშაოს ამ რთულ პერიოდშიც კი.“ – განაცხადა მან.
704 ენა, რომლებზეც ნათარგმია სრული ბიბლია, მოიცავს, დაახლოებით, 6 მილიარდ ადამიანს. 1,5 მილიარდი კი დღემდე რჩება მშობლიურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის გარეშე.
ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი გეგმავს, რომ მომდევნო 15 წელიწადში მშობლიურ ენაზე ადამიანთა ყველა ჯგუფს ჰქონდეს წმინდა წერილის გარკვეული ნაწილი მაინც ნათარგმნი, 95%-ს – სრული ბიბლიის თარგმანი, ხოლო 99,95%-ს – ახალი აღთქმა.
„ჩვენ სწრაფად ვუახლოვდებით მსოფლიო ისტორიის საკვანძო ეტაპს. ეს პროგნოზი ახალ შთაგონებასა და მოტივაციას აძლევს ადამიანებს, რათა ჩაერთონ ბიბლიის თარგმნის საქმეში.“ – ამბობს პული.