ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

გერმანია: კოვიდ-19-ის გამო დახურული რესტორანი უსახლკაროთათვის გახსნეს

by ნატალია ჩიქოვანი 21 დეკემბერი, 2020
21 დეკემბერი, 2020 486 ნახვა

პანდემიის გამო საშობაოდ გერმანიაში შეზღუდვები ხელახლა გაამკაცრეს. შედეგად, დაიხურა არაერთი რესტორანი, მათ შორის ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესტორანი Hofbraeu, იგივე HB.

იდეა რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელს ეკუთვნის, რომელიც უსახლკაროთა თავშესაფარში მოხალისედ მუშაობს და HB-ს მეპატრონეებს შესთავაზა, რომ რესტორანი უსახლკაროებს მომსახურებოდა. იდეა არ დარჩა უყურადღებოდ და პროექტი ქალაქის თვითმმართველობამ და ორმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ დააფინანსა.

რესტორანში ყოველდღიურად 150-ზე მეტ უსახლკარო ადამიანს საკვებით შობის სადღესასწაულო სუფრის სტილში, ფაიფურის თეფშებზე უმასპინძლდებიან. გარდა ამისა, ისინი იღებენ ახალ ტანისამოსს და სამედიცინო კონსულტაციასაც. რესტორანი ბენეფიციარებს აბაზანის გამოყენების და თავის მოწესრიგების საშუალებასაც აძლევს.

„რკინიგზის სადგურზე სხვა უსახლკაროებმა მითხრეს ამ ადგილის შესახებ, აქ ცხელი წვნიანისთვის მოვედი.“ – თქვა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.

რესტორნის მენეჯერი Associated Press-თან საუბარში ამბობს, რომ სურთ, უსახლკარო ადამიანებს შესთავაზონ უფასო სასადილოებისაგან განსხვავებული, უფრო მრავალფეროვანი საკვები, რომელიც შობის სადღესასწაულო სუფრის სტილში იქნება.

„გარდა იმისა, რომ უსახლკაროებს ვმასპინძლობთ, ეს პროექტი შესანიშნავი დახმარებაა რესტორნისთვის, როგორ ბიზნესისთვის.“ – განაცხადა მენეჯერმა ბ. შვარცმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საყოველთაო, მკაცრი იზოლაცია გამოცხადდა, დაიხურა კაფე-ბარები, რესტორნები, ტანსაცმლისა და სხვა პროდუქციის მაღაზიები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ახალი მკაცრი ზომები 10 იანვრამდე იმოქმედებს. 


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები