ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

დანიაში, ახალი კანონპროექტით, ხუცესებს მთავრობისათვის ქადაგებების გაგზავნას მოსთხოვენ

by ნინო ხუროშვილი 4 თებერვალი, 2021
4 თებერვალი, 2021 167 ნახვა

დანიაში, ქრისტიანებს შორის დიდი შეშფოთება გამოიწვია ახალმა კანონპროექტმა, რომელიც მოითხოვს ქადაგებების თარგმნასა და მთავრობისათვის წარდგენას.  

დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კანონპროექტის მიხედვით სავალდებულო იქნება ყველა ქადაგების თარგმნა დანიურ ენაზე და მათი გაგზავნა მთავრობისათვის. ჯერჯერობით უცნობია, როდის უნდა გაიგზავნოს ქადაგებების ტექსტები: ეკლესიაში ქადაგებამდე თუ ქადაგების შემდეგ. კანონპროექტს მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი.

ევროპაში გიბრალტარის ანგლიკანური ეპარქიის ეპისკოპოსმა, რობერტ ინესმა 27 იანვარს წერილი გაუგზავნა პრემიერ-მინისტრს, რომელშიც შეშფოთება გამოხატა რელიგიურ თავისუფლებაზე ახალი კანონპროექტის შესაძლო ზეგავლენასთან დაკავშირებით.  

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი მეტისმეტად მკაცრი შეზღუდვა იქნება და დიდ გავლენას მოახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე. გამოხატვის თავისუფლებას კი, როგორც ვიცი, დიდად აფასებენ დანიაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დემოკრატიული ქვეყანაა.“ – წერს ეპისკოპოსი წერილში.  

ეპისკოპოსმა The Guardian-თან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძონ დანიის მაგალითს.

ეპისკოპოსის თქმით, კანონპროექტთან პრაქტიკული პრობლემებიც იქნება დაკავშირებული. მისი თქმით, ყოველკვირეულად ქადაგებების თარგმნა შეუძლებელი იქნება, რადგან ხშირად მქადაგებლები ქადაგების სრულ ტექსტს არ წერენ.

ახალი კანონპროექტის იდეას ეწინააღმდეგებიან კათოლიკეებიც. ანა მირიამ კაშნერი, სკანდინავიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალური მდივანი და სპიკერი, აცხადებს, რომ ეს ზიანს მიაყენებს რელიგიის თავისუფლებას.

„დანიაში არსებული ორმოცამდე სხვადასხვა რელიგიური თემი ამ კანონის მიხედვით ეჭვქვეშ მოექცევა. რაღაც ხდება ქვეყანაში, რაც აკნინებს დემოკრატიას.“ – აცხადებს ანა კაშნერი.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები