სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში, ერთ-ერთ ეკლესიაში ღვთისმსახურებისას გადაღებულ ვიდეოში ასახულია, როგორ არბევენ მთავრობის შეიარაღებული წარმომადგენლები შეკრებილ ქრისტიანებს.
ქრისტიანული არასამთავრობო ორგანიზაციის „ChinaAid“ მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ჩანს, როგორ მიათრევენ კომუნისტი მოხელეები კაცს, რომელიც შეეწინააღმდეგა მათ ქმედებებს.
ხელისუფლების მსგავსი ქმედებანი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა კომუნისტურ ჩინეთში. გასულ კვირას, ერთ-ერთ ჟურნალისტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც მან დაწერა ბლოგპოსტი კომუნისტური რეჟიმის მექრთამეობასთან დაკავშირებით.