ჩარლი კირკი, 31 წლის ამერიკელი კონსერვატორი პოლიტიკური აქტივისტი და ავტორი 2025 წლის 10 სექტემბერს დაიღუპა სროლის შედეგად იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.
პრეზიდენტმა ტრამპმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა: „დიადი და ლეგენდარული ჩარლი კირკი ცოცხალი აღარ არის. არავის ესმოდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდების ჩარლიზე უფრო მეტად. ყველას ძალიან უყვარდა იგი, განსაკუთრებით, მე“.
ჩარლი კირკი იყო თანადამაარსებელი ორგანიზაციისა Turning Point USA. ორგანიზაციის მიზანია კონსერვატიულ ღირებულებათა გავრცელება ახალგაზრდებში. ამისათვის ჩარლი კირკი ხშირად მართავდა შეხვედრებს სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებთან და საუბრობდა საკუთარი ქრისტიანული რწმენისა და ბიბლიურ ფასეულობათა შესახებ. კირკი ევანგელისტი ქრისტიანი იყო და ხშირად ამბობდა: „მე არაფერი ვარ იესოს გარეშე“.
ჩარლი კირკი, ძირითადად შემდეგ თემებზე საუბრობდა:
– ქრისტიანული ნაციონალიზმი: კირკი ასწავლიდა, რომ ამერიკა ქრისტიანულ ერად უნდა დარჩეს.
– „შვიდი მთის მანდატი“: ქრისტიანებმა უნდა მოახდინონ გავლენა მთავრობაზე, ოჯახზე, რელიგიაზე, განათლებაზე, მედიაზე, ხელოვნებაზე და ბიზნესზე.
– მორალური საკითხები: კირკი ემხრობოდა მუცლადმყოფი ბავშვების სიცოცხლის დაცვას, იარაღის ტარების უფლებას და გამოდიოდა ვოუქიზმის იდეოლოგიისა და LGBT აქტივიზმის წინააღმდეგ.
ჩარლი კირკს დარჩა ცოლი, ერიკა და ორი მცირეწლოვანი შვილი.