მიუხედავად კორონავირუსის მიერ გამოწვეული სიტუაციისა, ჩინეთის მთავრობა მაინც არ ნებდება და ინტენსიურად ხურავს და აუქმებს ეკლესიებს ქვეყნის ტერიტორიაზე.
ჩინეთში ქრისტიანები, ძირითდად, იატაკქვეშა ეკლესიებში მოღვაწეობენ, რადგან მათ საქმიანობას მკაცრად აკონტროლებს მთავრობა, მრავალი მქადაგებელი ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის დევნის მსხვერპლი გახდა და თავისი რწმენის გამო პატიმრობაც კი მიესაჯა. ბოლო წლების განმავლობაში დაიხურა მრავალი ეკლესია და მორწმუნეთა უმრავლესობა ფარულად განაგრძობდა თავის რელიგურ მოღვაწეობას ე.წ. “იატაქვეშეთში”.
დევნას განიცდიან როგორც სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლების მქონე ეკლესიები, ასევე იატაკქვეშა, მალულად შეკრებილი ეკლესიებიც.
ერთ-ერთმა მორწმუნემ განაცხადა: „კომუნისტური პარტიის მიერ დევნა საგრძნობლად დიდია. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ახლა უფრო მეტ ადამიანს სჯერა უფლის.“
27 აპრილს 30-ზე მეტმა ოფიცერმა ჩინეთის ერთ-ერთ ოლქ ჯანგქსში შეკრებილი ეკლესია დაარბია, რადგან მათი თქმით, ეს კრებული არ არის ლეგალური და სახელმწიფოსთან შეთანხმებული, თუმცა ამის შემდეგ ეკლესიის 20-მა წევრმა მსახურება მალულად ჩაატარა.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ კიდევ ერთხელ ნახავს მსახურებისას, ისინი დაჯარიმდებიან 7,000 ამერიკული დოლარით. ამასთანავე მათ დაემუქრნენ, რომ თუ მსგავსი შემთხვევა კვლავ განმეორდება, ეკლესიის შენობის სახელმწიფოსთვის გადაცემა მოუწევთ, შემდეგ ისინი გადააქცევენ ამ შენობას ქარხნად ან რაიმე დაწესებულებად, ან სრულიადაც დაანგრევენ.
24 აპრილს მათ უკვე დაარბიეს ერთი ეკლესია, რომლის კედლებსაც სპეციალური მოწყობილობებით ანგრევდნენ.
ეკლესიებს ჩინეთში არანაირი თავისუფლება არ აქვთ, თუ ვინმეს სურს თამამად შეკრება, აუცილებელია, დაარეგისტრირონ ეკლესია და დაუქვემდებარონ სახელმწიფოს და მათ განცხადებებს, ან გაერთიანდნენ „ჩინეთის პატრიოტულ კათოლიკურ ასოციაციაში“. სწორედ ამიტომ დღეს უამრავი ადამიანი ეკლესიად იკრიბება მალულად და ისე განადიდებს უფალს.