ცენტრალურ ინდოეთში ანიმისტების ჯგუფი თავს დაესხა ხუთ ქრისტიანულ ოჯახს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ქრისტეს რწმენის უარყოფაზე.
Morning Star News ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდასხმა განხორციელდა 5 მაისს, სოფელ სალჰეპალის თავკაცთა შეკრებისას, ჩატისგრაჰის შტატის ბასტარის რეგიონში.
ქრისტიანებმა აუკრძალეს ანიმისტთა წინამძღოლს თავიანთ მიწაზე რიტუალების ჩატარება.
ანიმიზმი გახლავთ რწმენა იმის შესახებ, რომ ყველას და ყველაფერს, ცოცხალს თუ არაცოცხალს, სულიერს თუ უსულოს, აქვს სული ან ფიზიკური ფორმის გარეშე სულიერი არსებობის სხვა ფორმა.
სოფლის თავკაცებმა ქრისტიანთა ოჯახებს განუცხადეს, რომ რაკი ისინი არ მონაწილეობდნენ მათ რიტუალებში, ვეღარ ისარგებლებდნენ საკუთარი მიწებით.
„ჩვენ ჩვენს რწმენას მივყვებით, მაგრამ ამ სოფლისათვის ტვირთი არასოდეს ვყოფილვართ, თქვენ ვერ წაგვართმევთ ჩვენს მიწას.“ ‒ განუცხადეს ქრისტიანებმა ტომის თავკაცებს, რის შემდეგაც თავკაცები თავს დაესხნენ ორ ქრისტიანს. ცოტა ხანში 60 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გარს შემოერტყა ქრისტიანთა ოჯახებს და მათ ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა. დაზარალდა 6 მათგანი.
იმავდროულად, სოფელ ნაკტოკაში, რომლის მცხოვრებთა რელიგიაც ინდუიზმისა და ადგილობრივი ტომობრივი რწმენის ნაზავია, ქრისტიანები უცხო რწმენის მიღებაში დაადანაშაულეს და მოკვლით დაემუქრნენ მათ, თუ ისინი საკუთარ გარდაცვლილებს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
ოჯახმა ჩატისგარის შტატის დახმარების ცენტრს შეატყობინა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც რამდენიმე პოლიციელი ჩავიდა სოფელში ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად მანამ, სანამ ოჯახის წევრები მომდევნო დღეს გარდაცვლილს დაკრძალავდნენ.
P.S. გთხოვთ, ილოცოთ დევნილი ქრისტიანებისთვის, ისინი, ვინც უმწეონი არიან თვიანთ ქვეყანაში არსებული რეჟიმის წინაშე, ვინც იდევნებიან რწმენის გამო, ჩვენს ლოცვით თანადგომას საჭიროებენ.