ისრაელში, ქალაქ ლოდის მერმა იაირ რევივომ პრემიერ-მინისტრს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და თავდაცვის ძალების გაგზავნა სთხოვა. ლოდში შერეული მოსახლეობაა, ქალაქის მცხოვრებთა 30% არაბია. რევივო ქალაქში არსებულ არეულობაზე საუბრობს. მერის თქმით, ქალაქში დამწვარია სინაგოგები და მანქანები, ფაქტობრივად, „ლოდში სამოქალაქო ომი დაიწყო“.
„მოვუწოდე პრემიერ-მინისტრს, ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა, ისრაელის თავდაცვის ძალები გამოეგზავნა, კომენდანტის საათი შემოეღო, სიწყნარე აღედგინა.“ – თქვა ქალაქის მერმა.
მერის მოთხოვნის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა, რომელიც ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალებს ეხმარება, დაიწყო ებრაელებისა და სხვა შერეული მოსახლეობის ქალაქებში გაგზავნა.
საქართველოს საელჩო ისრაელში, ქალაქ ლოდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქალაქში არსებული არეულობის გამო აფრთხილებს:
„ქალაქ ლოდში მცხოვრებთა საყურადღებოდ: არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ დროებით ხართ გასული ქალაქიდან, თავი შეიკავეთ დაბრუნებისგან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის.“
შეგახსენებთ, ლოდში ქალაქის არაბი მოსახლეობის ნაწილი პალესტინის გათავისუფლებას ითხოვდა. ისრაელის მედიის თანახმად, პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო და დემონსტრანტები თავს დაესხნენ სინაგოგას, სამხედრო აკადემიას და ქალაქის მერიას.