ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ისრაელში 2000 წლის წინანდელი, იშვიათი ზეთის ლამპარი აღმოაჩინეს

by ნატალია ჩიქოვანი 10 მაისი, 2021
10 მაისი, 2021 235 ნახვა

ისრაელის სიძველეთა სამმართველოს (IAA) არქეოლოგებმა იერუსალიმის ძველ ნაწილში, დავითის ქალაქში, მომლოცველთა ბილიკთან მდებარე ნაგებობის საძირკველში იშვიათი ბრინჯაოს ზეთის ლამპარი აღმოაჩინეს, რომელშიც მოთავსებულია სელისგან დამზადებული ფითილი.

სანათი წვერიანი მამაკაცის გროტესკული სახის ნახევარს მიაგავს. ექსპერტების თქმით, იგი გამოიყენებოდა რელიგიური რიტუალებისას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლამპარი რომაელი ხელოსნების ნახელავია და შთაგონებულია რომაული მითოლოგიით. როგორც ფიქრობენ, თავდაპირველად, ნათურა მიმაგრებული იყო ტაძრის კედელზე, რომელიც ინთებოდა ლოცვისა და სხვა რიტუალების დროს.

„მთელ მსოფლიოში აღმოჩენილია ათასობით ბრინჯაოს სანათი, რომელთაგან მრავალი რთული ფორმისაა, რაც რომაელი ხელოსნების ოსტატობაზე მიუთითებს. ეს კონკრეტული სანათი, რომელიც ახლა აღმოვაჩინეთ, ძალიან იშვიათია და მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე მათგანია აღმოჩენილი.“ – განაცხადა დოქტორმა იუვალ ბარუქმა.

ლამპარი აღმოჩენილ იქნა შენობის საძირკველში, რომელიც იერუსალიმის უძველეს ნაწილში თითქმის 2000 წლის წინ აშენდა მეორე ტაძრის დანგრევის შემდგომ. შენობა, სადაც ლამპარი აღმოაჩინეს, აშენდა პირდაპირ პილიგრიმთა ბილიკის თავზე. იესოს დროს, პილიგრიმთა ბილიკი იყო გზა, რომელიც აკავშირებდა სილოამის აუზს ტაძრის მთასთან. აუზი კლდეში ნაკვეთი გახლდათ დავითის ქალაქის სამხრეთ კალთაზე. 70 წელს რომაელებმა ტაძარი დაანგრიეს; მათ სილოამის აუზისკენ მიმავალი გზა აინტერესებდათ, რათა წყალი მიეღოთ. არსებული ცნობებით, მოგვიანებით, რომაელებმა თავად ააშენეს ნაგებობა წყლის აუზის დასაცავად.

„ასეთი მასშტაბის მშენებლობა იერუსალიმის განადგურების შემდგომ პერიოდში მიუთითებს ამ ტერიტორიის მნიშვნელობაზე.“ – თქვა არი ლევიმ, ისრაელის სიძველეთა სამმართველოს დირექტორმა.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები