იტალიაში „სამარიტელის ქისის“ საველე ჰოსპიტლიდან კორონავირუსისგან განკურნებული ბოლო პაციენტები გაწერეს სახლში.
280-ზე მეტ პაციენტს მკურნალობდნენ საველე ჰოსპიტალში, რომელიც დროებით იქნა მოწყობილი იმისათვის, რომ ლომბარდიის რეგიონში არსებული კრემონას საავადმყოფო არ გადატვირთულიყო პაციენტების სიმრავლის გამო.
ჰოსპიტალი მოეწყო 20 მარტს, მაშინ, როდესაც პანდემიამ იფეთქა ჩრდილოეთ იტალიაში და ამ რეგიონის საავადმყოფოებს უკვე აღარ შეეძლოთ ავადმყოფების მიღება.
ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის“ პრეზიდენტი ფრანკლინ გრემი ღმერთს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ეს არის ლოცვაზე მიღებული პასუხი.