მაისის დასაწყისში მსოფლიო ლოცვითი ღონისძიება დაწყო, რომელიც მთელ თვეს გასტანს. ღონისძიების ორგანიზატრები იმედოვნებენ, რომ მაისის ბოლომდე ერთ მილიარდ ადამიანს მიაწვდენენ სახარებას.
იანვარში, ტენესის შტატში 1000-მდე ეკლესია გაერთიანდა 30-დღიან ერთობლივ ლოცვაში, რათა გამოღვიძება იხილონ შტატში. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ მაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა COVID-19-ისა და სხვა მიზეზთა გამო შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან ეკლესიები დაკეტილია.
ბარბი ფრანკლინი, ღონისძიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, CBN-თან საუბრისას ამბობს: „მიუხედავად ამ რთული მდგომარეობისა, მჯერა, რომ ღმერთი თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს, თუნდაც ტექნოლოგიების მეშვეობით. მჯერა, რომ ღმერთი თავის საქმეს აკეთებს, რადგან დღესდღეობით უამრავი საჭიროება აქვთ ადამიანებს. ამ მოვლენამ თითქოს ყველა დაგვამდაბლა და მართლაც ერთ სხეულად გაგვაერთიანა, სწორედ ახლა გვჭირდება, გავიხსენოთ სიტყვები, რომელიც უფალმა თქვა: „და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მოვუსმენ ზეციდან, ცოდვას მივუტევებ და განვკურნავ მათ მიწას.“ (2 ნეშტთა 7:14).
იანვრიდან მოყოლებული, ღონისძიებაში ჩართული ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება, ბოლო შეხვედრა, რომელიც ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, აერთიანებდა 130,000 წევრს და 145 სხვადასხვა ეროვნების ადამიანს. ქადაგება პირდაპირ ეთერში ითარგმნებოდა 26 სხვადასხვა ენაზე.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში, მთელი მსოფლიოს ქრისტიანები უფრო მოტივირებულნი არიან, რომ ინტერნეტის საშუალებით მისწვდნენ უამრავ ადამიანს და უქადაგონ უფლის სიტყვა.