ნიგერიაში 91 მლნ. ქრისტიანი ცხოვრობს. ისინი ქვეყნის 196-მილიონიანი მოსახლეობის 46%-ს შეადგენენ. ნიგერიაში მცხოვრებ მუსლიმანთა რიცხვიც დაახლოებით იგივეა ‒ 90 მლნ.
ნიგერიაში ქრისტიანთა უმეტესობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს და მათ რელიგიურ თავისუფლებას პატივს სცემს, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილში ქრისტიანები უმცირესობაში არიან და სასტიკად იდევნებიან ისლამისტი ექსტრემისტების მიერ.
სამხედრო დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ იტაცებს და ხოცავს მათ, ვინც უარს ამბობს ისლამის მიღებაზე. ქვეყანაში ასევე მოქმედებენ ფულანის მუსლიმან მწყემსთა შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ასევე ასახიჩრებენ ქრისტიანებს, ასახლებენ საცხოვრებელი ადგილებიდან, ართმევენ ქონებას და ხოცავენ მათ.
ჩრდილოეთის 19 შტატიდან თორმეტში მოქმედებს შარიათის კანონი და ამ შტატებში მცხოვრები ქრისტიანები დევნას და დისკრიმინაციას განიცდიან.
2019 წელს ათას ქრისტიანზე მეტი მოკლეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში.
ორგანიზაცია „International Christian Concern“-ის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ნიგერიაში მოხდა 200 ძალადობრივი შემთხვევა, რასაც 766 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მათ შორის ყველაზე დიდია ქრისტიანთა რიცხვი.
„Open Doors World Watch List 2020“-ის თანახმად, ნიგერია მსოფლიოში მე-12 ადგილზეა ქრისტიანთა დევნის მხრივ.