ქრისტიანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია, „სამარიტელის ქისა“, რომლის პრეზიდენტიც ფრანკლინ გრემია, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აფინანსებს ფრენებს, რათა ამერიკელმა და ავღანელმა მოსახლეებმა ავღანეთში არსებულ კრიზისსა და თალიბანის ავტორიტარულ მმართველობას დააღწიონ თავი.
ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „‘სამარიტელის ქისა’, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ცდილობს, ამ საშინელი სიტუაციიდან გამოიყვანოს ქალები, ბავშვები და მამაკაცები. ჩვენ უკვე დავაფინანსეთ ფრენები, რომელთა საშუალებითაც ასეულობით ადამიანი უსაფრთხო გარემოში გავიყვანეთ. ჩვენმა ერთ-ერთმა პარტნიორმა სამი ფრენა განახორციელა და ერთ დღეში 700 ადამიანი გამოიყვანა ქვეყნიდან! ჩვენ ასევე მონაწილეობა მივიღეთ სახმელეთო გზით 80 მისიონერის გამოყვანაში.“
ორგანიზაცია სთხოვს ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში, ილოცონ იმისათვის, რომ უფრო მეტმა ავღანელმა დააღწიოს თავი ამ სიტუაციას და ასევე იმისთვისაც, რომ ღმერთმა მისცეს სიბრძნე ამერიკის ლიდერებს ამ რთულ პერიოდში.