ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის“ თვითმფრინავი DC-8 პარასკევს ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ გრინსბოროდან ბეირუთის მიმართულებით გაფრინდა. ბორტზე იმყოფებოდა 14 წევრისაგან შემდგარი სწრაფი რეაგირების გუნდი. ორგანიზაციამ 26 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა ლიბანის დედაქალაქში, მათ შორის: ჰიგიენური საშუალებები, მზის ბატარეები და ზეგამძლე ბრეზენტის ასობით ხვეულა სახლებისა და ეკლესიების სასწრაფო შეკეთებისათვის.
ორგანიზაცია ადგილობრივ პარტნიორ ეკლესიასთან ერთად დაურიგებს დახმარებას დაზარალებულ მოსახლეობას.
ლიბანში გაფრენამდე, სწრაფი რეაგირების გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ბევ კოფელდტმა თქვა: „აფეთქების შედეგად 122 მეტრის დიამეტრის კრატერი გაჩნდა უბედური შემთხვევის ადგილზე და გამოიწვია 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თქვენი ლოცვა, რათა დავეხმაროთ აფეთქების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს“.