ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ოქსფორდის ლექსიკონში „ქალისა“ და „მამაკაცის“ განმარტება შეიცვალა

by თამუნა ბაღდავაძე 19 ნოემბერი, 2020
19 ნოემბერი, 2020 435 ნახვა

ოქსფორდის მსოფლიოში ცნობილმა ლექსიკონმა განაახლა სიტყვა „ქალის“ მნიშვნელობა და ბოლო გამოცემაში ქალი განიმარტება, როგორც „ადამიანის ცოლი, შეყვარებული გოგო (Girlfriend) ან საყვარელი ქალი (female lover).“ წინა განმარტების მიხედვით კი, ქალი არის „მამაკაცის ცოლი, შეყვარებული გოგო ან საყვარელი ქალი.“

გენდერული მრავალფეროვნების საკითხის განხილვის შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდა, ასევე შეიცვალა ათობით სხვა სიტყვაც. ლექსიკონის ახალ გამოცემაში მოცემულია სიტყვა „კაცის“ ახალი განმარტებაც. ადრე ის განიმარტებოდა, როგორც „ქმარი ან საყვარელი“, რაც ახლა შეიცვალა და განიმარტება, როგორც „ადამიანის ქმარი, შეყვარებული ან საყვარელი“.

ცვლილებები მოჰყვა პეტიციას, რომელიც ამტკიცებს, რომ განმარტებები სექსისტურია და ახდენს ქალის დისკრიმინაციას. პეტიცია გასულ წელს მარია ბეატრის ჯოვანარდიმ შექმნა და 34, 000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. პეტიცია ასევე მიზნად ისახავს განმარტებითი ლექსიკონიდან რამდენიმე შეურაცხმყოფელი სიტყვის ამოღებას, რომელიც კონკრეტულ სქესთან ასოცირდება. მაგალითად, სიტყვა „მეძავი“ (“wench”) სრულად ამოღებულ იქნა ლექსიკონიდან.

მარია ბეატრის ჯოვანარდი აცხადებს, რომ არ დანებდება და გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც ამოიღონ ლექსიკონიდან. მიუხედავად ამისა, პეტიციის შემქმნელი ამბობს, რომ ეს გამარჯვებაა და ის ბედნიერია ყველა იმ ცვლილების გამო, რაც შეტანილ იქნა ლექსიკონში.

„მე 85 პროცენტით ბედნიერი ვარ, ის განმარტება ისევ სექსისტურია 15 პროცენტით, მაგრამ ეს დიდი წინსვლა და გამარჯვებაა ლგბტ თემისთვის, რაც, ვფიქრობ, დიდი რამაა, რომ ისინი აღიარებენ სხვა სახის სიყვარულსაც და ეს არ არის მამაკაცის ცოლი ან დედაკაცის ცოლი, ეს არის ადამიანის ცოლი.“ – ამბობს ჯოვანარდი.

პეტიცია ასევე მიმართულია ქალების შესახებ ლექსიკონის შესავალი ნაწილის გაფართოებაზე და „ისეთი მაგალითების ლექსიკონში შეტანაზე, რომლებიც აღნიშნავენ უმცირესობებს, მაგალითად, ტრანსგენდერი ქალი, ლესბოსელი ქალი.“

გარდა ამისა, ჯოვანარდი პეტიციაში წერს, რომ ახალგაზრდა ქალების მესამედი ხდება ცუდი მოპყრობისა და ლანძღვა-გინების მსხვერპლი ონლაინსივრცეში. ის ამბობს, რომ ამ ზიანის შემსუბუქებისკენ სერიოზული ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელია იმით, თუ „დავუკვირდებით ჩვენს ენას – ეს კი იწყება ლექსიკონით.“

„ვიმედოვნებ, რომ მალე ქალების ჩაგვრაც იმავენაირად იქნება მიჩნეული, როგორც რასიზმი და ჰომოფობია.“ – აცხადებს ის.

The Telegraph-თან მიცემულ განცხადებაში, გამომცემლობა Oxford University Press (OUP) ამბობს, რომ ლექსიკონი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, თუ როგორ იყენებენ ადამიანები ინგლისურ ენას თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გასული წლის მარტში გამომცემლობა Oxford University Press-მა განაცხადა, რომ ლექსიკონები „უფრო ასახავს, ვიდრე კარნახობს“ იმას, თუ როგორ გამოიყენება ინგლისური ენა.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ასტროლოგია და ქრისტიანობა

    1 თებერვალი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები