ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით 14 წლის ქრისტიანი გოგონა უნდა დაუბრუნდეს თავის გამტაცებელ მუსლიმან კაცს

by ნინო ხუროშვილი 10 აგვისტო, 2020
10 აგვისტო, 2020 159 ნახვა

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით 14 წლის ქრისტიანი გოგონა უნდა დაუბრუნდეს მუსლიმან კაცს, რომელმაც იარაღის მუქარით გაიტაცა იგი პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინისას, ძალის გამოყენებით იქორწინა მასზე და მოაქცია ისლამზე.

კათოლიკე მოზარდ გოგონას მაირას შაჰბაზს, რომელიც აპრილში გაიტაცეს, უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლომ დროებით გამტაცებლის სახლის დატოვებისა და ქალთა თავშესაფარში ცხოვრების უფლება მისცა ლაჰორის უმაღლეს სასამართლოში საქმის განხილვამდე.

მიუხედავად ამისა, მოსამართლე რაჯა მუჰამად შაჰიდ აბასმა მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გოგონა უნდა დაბრუნდეს იმ კაცის სახლში, ვინც გაიტაცა იგი და ვინც სასამართლომ გოგონას „ქმრად“ მოიხსენია.

მოწმეების თქმით, მაირა ატირდა განაჩენის მოსმენისას. „ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაკისტანში არცერთი ქრისტიანი გოგონა არ არის უსაფრთხოდ“, განაცხადა ოჯახის ადვოკატმა და მეგობარმა ლალა რობინ დანიელმა.

მოწმეების თქმით, გამტაცებლებმა ძალით ჩასვეს გოგონა მანქანაში და ჰაერში გაისროლეს იარაღიდან. ნაკაშმა, რომელიც უკვე დაქორწინებული იყო მანამდე, სასამართლოში ყალბი ქორწინების მოწმობა წარადგინა, თითქოს მაირა 19 წლის იყო და თითქოს ისინი 2019 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ.

დოკუმენტში არ იყო ნაკაშის პირველი ცოლის თანხმობა, რომელთანაც მას ორი შვილი ჰყავს. მუსლიმანი საჯარო მოხელე, რომლის სახელიც არის მითითებული დოკუმენტში, უარყოფს ამ ყალბ ქორწინებასთან რაიმე კავშირს.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები