ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

რწმენასა და რელიგიასთან დაკავშირებული 3 ფაქტი კამალა ჰარისის შესახებ

by ნინო ხუროშვილი 13 ნოემბერი, 2020
13 ნოემბერი, 2020 1.1K ნახვა

კამალა ჰარისი 55 წლის კალიფორნიელი სენატორია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი. ის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი  და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე არჩეული ქალი. ჰარისი ასევე იქნება პირველი აზიელ-ამერიკელი და პირველი აფროამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი. 

ვინაიდან ამ ქალბატონისკენ ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი, გთავაზობთ რელიგიასთან დაკავშირებული 3 ფაქტს კამალა ჰარისის ცხოვრებიდან: 

კამილა ჰარისი გაიზარდა ინდუისტურ და ქრისტიანულ გარემოში

დედამისი, შიამალა გოპალანი, გახლდათ ინდოეთის ქალაქ ჩენაიდან; მამა კი, დონალდ ჰარისი, იამაიკიდან. ჰარისის მშობლებმა ერთმანეთი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნეს. სახელი „კამალა“ სანსკრიტზე „ლოტოსს“ ნიშნავს, გარდა ამისა, ეს ინდუისტთა ქალღმერთის, ლაქშმის ერთ-ერთი სახელიცაა. კამალა ხშირად ჩადიოდა ინდოეთში ბავშვობისას და ნათესავებს ხვდებოდა. კამალა 7 წლის იყო, როცა მისი მშობლები განქორწინდნენ და ამის გამო ის, ძირითადად, ბერკლისა და ოუკლენდში გაიზარდა და უმეტესწილად, შავკანიანთა ეკლესიებში ესწრებოდა ღვთისმსახურებებს. 

მეზობელს, რეჯინა შელტონს, კამალა და მისი და, მაია, ხშირად დაჰყავდა ოუკლენდის 23-ე ავენიუზე მდებარე ეკლესიაში Church of God. ჰარისი ახლა საკუთარ თავს შავკანიან ბაპტისტად მიიჩნევს. ის გახლავთ სან-ფრანცისკოში არსებული ეკლესია Third Baptist Church-ის წევრი, რომლის ხუცესიც არის ღირსი ამოს ბრაუნი. 

კამალას მეუღლე ებრაელია

მომავალ მეუღლეს, ლოს-ანჯელესში მცხოვრებ იურისტს, დაგლას ემჰოფს, ის შემთხვევით შეხვდა. ისინი 2014 წელს დაქორწინდნენ. ეს იყო ჰარისის პირველი და ემჰოფის მეორე ქორწინება. 

გერებმა ჰარისს მეტსახელი „მომალა“ შეარქვეს, რაც ერითმება არა მხოლოდ სახელს „კამალა“, არამედ იდიშზე დედის აღმნიშვნელ ალერსობით სიტყვასაც „მამალე“ (რაც „დედას“ ნიშნავს). 

რელიგია და საპრეზიდენტო არჩევნები

კამალა 2003 წელს აირჩიეს სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურორად და ეს თანამდებობა ეკავა 2004-2011 წლებში. მისი პერსონა საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მაშინ, როდესაც მან უარი თქვა დევიდ ჰილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნაზე, რომელიც ბრალდებული იყო პოლიციელ ისააკ ესპინოზას მკვლელობაში.

გასულ წელს, თავისი საპრეზიდენტო კამპანიისას, კამალა ჰარისი ხშირად იყენებდა ახალაღთქმისეულ იგავს კეთილი სამარიტელის შესახებ.

საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კამპანია კამალა ჰარისმა 2019 წლის 21 იანვარს წამოიწყო, მაგრამ ფინანსების არასაკმარისი რაოდენობის გამო მან თავისი კანდიდატურა მოხსნა 2019 წლის 3 დეკემბერს.

„მოყვასი ის არ არის, ვისაც იგივე დნმ კოდი აქვს, როგორიც თქვენ. ამ იგავიდან იმას ვიგებთ, რომ მოყვასი ისაა, ვისთან ერთადაც მიდიხართ ქუჩაში… იყო მოყვასი, ნიშნავს – გესმოდეს სხვების და ემსახურებოდე მათ, გესმოდეს, რომ ჩვენ ყველანი დები და ძმები ვართ.“ – თქვა ჰარისმა Poor People’s Campaign-ის ფარგლებში გამართულ ფორუმზე. 

სხვა დროს ჰარისი საუბრობდა განთავისუფლების თეოლოგიის შესახებ, რაც ქრისტიანული თეოლოგიისა და სოციალურ-ეკონომიკური ანალიზის სინთეზი გახლავთ და ხაზს უსვამს „სოციალურ დაინტერესებას ღარიბებით და ჩაგრული ხალხისთვის პოლიტიკურ გათავისუფლებას“.  


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები