ქრისტიანი აქტივისტები სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ სახარების გავრცელებას ჩრდილოეთ კორეაში. „წამებულთა ხმის“ რადიოს წამყვანი ტოდ ნეტლტონი ესაუბრა ორგანიზაციას „Faithwire” იმ ტაქტიკის შესახებ, რომელსაც „წამებულთა ხმა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები იყენებენ ჩრდილოეთ კორეის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მცხოვრები ადამიანებისათვის სახარების საქადაგებლად.
„ჩრდილოეთ კორეაში არის ეკლესია. ის არ ჰგავს აშშ-ში არსებულ ჩვენს ეკლესიებს, სადაც მორწმუნეები ვიკრიბებით. ჩრდილოეთ კორეაში მშობლებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა შვილებთან იესო ქრისტეს შესახებ საუბარია, რადგან თუ მათ სკოლაში რამე წამოსცდებათ, მშობლები შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ.“ ‒ თქვა ნეტლტონმა.
„რასაკვირველია, ჩრდილოეთ კორეაში მისიონერებს ვერ ვგზავნით, მაგრამ ვცდილობთ, სახარება სხვადასხვა შემოქმედებითი ხერხით გავავრცელოთ. ‘წამებულთა ხმა’ სახარებებს ამაგრებს ჰელიუმით გაბერილ საჰაერო ბუშტებს და ჩრდილოეთ კორეაში უშვებს.“ ‒ დაამატა ნეტლტონმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბუშტებზე მიმაგრებულია GPS მოწყობილობა, რითიც იგებენ, სად დაეშვა ბუშტები. ეს კი მათ იმის განსაზღვრაში ეხმარება, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ რიგით მოქალაქეს აეღო ბუშტი.
ტოდ ნეტლტონმა ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ რადიოგადაცემები ჩრდილოეთ კორეაშიც გადაიცემა, რათა იქ მცხოვრებმა ადამიანებმა მოისმინონ ბიბლია. გადაცემების დროს წამყვანი ბიბლიას ძალიან ნელა და გულდასმით კითხულობს, რათა მსმენელებმა შეძლონ მისი ჩაწერა. რადიოს მეშვეობით ბიბლიის მოსმენა ბევრი კორეელისათვის ერთადერთი საშუალებაა წმინდა წერილზე წვდომისა.
P.S. ჩრდილოეთ კორეა წლებია იმ ქვეყნების სიის სათავეში ექცევა, სადაც ქრისტიანებს დევნიან, იქ მყოფი ქრისტიანები ხშირად ხდებიან მკაცრი რეჟიმის ციხეებში და სიკვდილის საფრთხის წინაშე რწმენის გამო. გთხოვთ, ილოცოთ დევნილი ქრისტიანებისთვის ჩღდილოეთ კორეაში და მთელ მსოფლიოში.