სუდანში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმანია, გარდამავალი მთავრობა და სუდანის ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობა „ჩრდილოეთი“ (აგარი), რომელიც ქვეყნის ავტორიტარული ლიდერის, ომარ ალ-ბაშირის წინააღმდეგ იბრძოდა (რომელიც გასულ წელს ჩამოაგდეს) შეთანხმდნენ რელიგიის თავისუფლების დამოუკიდებელი ეროვნული კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
განმათავისუფლებელი მოძრაობის შეიარაღებული დაჯგუფება დაფუძნებულია სამხრეთ კორდოფანისა და ცისფერი ნილოსის შტატებში, რომლებიც, ძირითადად, ქრისტიანებით არის დასახლებული.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ მშვიდობისა და ადამიანთა უფლებების დაცვის სამინისტროს ჩამოყალიბებაზეც.
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ განაცხადა, რომ სუდანში შეინიშნება რელიგიური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
„The New York Times-ის მიხედვით“, გასულ თვეს სუდანის ლიდერებმა კანონსაწინააღმდეგოდ გამოაცხადეს ქალების „წინადაცვეთა“ (ქალის გენიტალიების მოშორების პრაქტიკა).
კომისიის თავმჯდომარემ, ტონი პერკინსმა, რომელიც თებერვალში იმყოფებოდა სუდანში, განაცხადა:
„მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრ ჰემდოკს და ქვეყნის გარდამავალი მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც შეხვდნენ საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის წარმომადგენლებს და გამოხატეს თანამშრომლობის და ახალი ერის დაწყების სურვილი ქვეყანაში, რომელიც 30 წლის განმავლობაში იტანჯებოდა მხეცური და ავტოკრატიული მმართველობის მიერ განხორციელებული რელიგიური რეპრესიებისგან.“
სუდანი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა, ქრისტიანთა დევნის მხრივ.