ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ფრანკლინ გრემი ტრამპს ბაიდენის თეთრ სახლში მიწვევისკენ მოუწოდებს

by დაჩი პაპაშვილი 11 იანვარი, 2021
11 იანვარი, 2021 199 ნახვა

ევანგელისტი ფრანკლინ გრემი მოუწოდებს პრეზიდენტ ტრამპს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, თეთრ სახლში მიწვევისკენ.

გრემმა ეს მიმართვა სოციალურ მედიაში პარასკევს გამოაქვეყნა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ტრამპი განაცხადებდა, რომ იგი არ დაესწრებოდა ბაიდენის ინაუგურაციას. ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი ბოლო 152 წლის განმავლობაში, რომელიც არ დაესწრება თავისი შემცვლელის ინაუგურაციას, ენდრიუ ჯონსონის შემდეგ 1869 წელს.

გრემი „ფეისბუკის“ და „ტვიტერის“ პოსტებში გამოეხმაურა ტრამპის ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ყურადღება ახლა მიმართულია „ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემისკენ.“ ტრამპმა ხალხს ასევე შერიგებისკენ მოუწოდა.

„გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ, გასულ ღამეს თქვენი შემრიგებლური სიტყვებისათვის ერისადმი. ვიმედოვნებ, რომ მალე მიიწვევთ არჩეულ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და მათ მეუღლეებს თეთრ სახლში შესახვედრად, რათა მოხდეს შერიგება და ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემა. ვლოცულობთ მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტებისთვის და ჩვენი სხვა ლიდერებისთვის ვაშინგტონში.“ – დაწერა გრემმა „ფეისბუკზე.“  

„ემოციები ძალიან დიდია, მაგრამ ისინი უნდა დაცხრეს და სიმშვიდე იქნეს აღდგენილი. საჭიროა განკურნება და შერიგება. 2020 წელი იყო გამოწვევებით აღსავსე წელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. პანდემიამ თავდაყირა დააყენა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, მილიონობით მათგანი გამოკეტა სახლებში, დააზიანა ჩვენი ეკონომიკა და შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. პანდემიის დამარცხება და ეკონომიკის აღორძინება მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას. ეს მოითხოვს სამოქალაქო ღირებულებებზე, რწმენაზე, ქველმოქმედებაზე, მოსახლეობასა და ოჯახზე უფრო მეტ აქცენტირებას. ჩვენ ხელახლა უნდა გამოვაცოცხლოთ სიყვარულის და ერთგულების კავშირი, რომელიც გვკრავს ჩვენ, როგორც ერთ ეროვნულ ოჯახს.“  – განაცხადა ტრამპმა თავის ვიდეომიმართვაში.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები