სან-ფრანცისკოს პროფესიონალური ბეისბოლის კლუბის San Francisco Giants პიჩერი (მოთამაშე, რომელიც ბურთს ისვრის), სემ კუნრადი ფეხზე იდგა სეზონის გახსნის ცერემონიალზე იმ დროს, როცა დანარჩენი მოთამაშეები მუხლებზე დადგნენ მოძრაობის Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) საპატივსაცემოდ. თამაშის შემდეგ კუნრადმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ მას, როგორც ქრისტიანს, „არ შეუძლია დაიჩოქოს სხვა რამის ან ვინმეს წინაშე, გარდა ღმერთისა“.
კლუბების Washington Nationals და New York Yankees ყველა მოთამაშე და მწვრთნელი დაჩოქილი იდგა თამაშის დაწყებამდე გამართული ცერემონიალისას, მხოლოდ სემ კუნრადი იდგა ფეხზე. გარდა რელიგიური შეხედულებისა, 27 წლის მოთამაშე აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება ხსენებული მოძრაობის გარკვეულ ასპექტებს.
„არ შემიძლია დავეთანხმო რამდენიმე რამეს, რაც ამ მოძრაობის ‘შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია’ შესახებ წავიკითხე. მისი მომხრეები მარქსიზმისკენ იხრებიან. ისინი ასევე უარყოფითად ეხმაურებიან ტრადიციული ოჯახის გაგებას და მე ამას ვერ დავეთანხმები“, თქვა კუნრადმა.
გუნდის მენეჯერი, გეიბ კეპლერი, რომელმაც დაიჩოქა ცერემონიალისას, ამბობს, რომ პატივს სცემს კუნრადის გადაწყვეტილებას. „ჩვენ ვაპირებდით არჩევანის საშუალება მიგვეცა მათთვის: ფეხზე მდგარიყვნენ, დაეჩოქათ თუ სხვა რამ გაეკეთებინათ. ეს სემი პირადი გადაწყვეტილება იყო“, თქვა კეპლერმა.