ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

by ნატალია ჩიქოვანი 8 აპრილი, 2022
8 აპრილი, 2022 828 ნახვა

ჩინეთმა აკრძალა „ქრისტეს“ და ქრისტიანობასთან დაკავშირებული სხვა რელიგიური ტერმინების სოციალურ მედიაში გამოყენება. ახალი დადგენილება ძალაში 1-ელ მარტს შევიდა.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალი კანონი, სახელწოდებით „ზომები ინტერნეტში რელიგიური ინფორმაციის განთავსების ადმინისტრირებისთვის”, უკრძალავს ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს რელიგიური ინფორმაციის განთავსებას ინტერნეტში, თუ ისინი არ მიიღებენ ნებართვას პროვინციული მთავრობის დეპარტამენტისგან. ორგანიზაცია China Aid-ის თქმით, ახალი კანონი რელიგიური კონტროლისთვისაა და ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, აკონტროლებს რელიგიურ თავისუფლებას ქვეყნის შიგნით.

ჩინეთის ერთ-ერთი ეკლესიის წევრმა და ქრისტიანული გვერდის ადმინისტრატორმა ახლახან აღმოაჩინა ახალი კანონის შორს მიმავალი შედეგები. მას WeChat-ის მკითხველთა ჯგუფში ქრისტიანული წიგნების სიის გაზიარება სურდა, ჩამონათვალში იყო თომას კემპელის ცნობილი წიგნის სათაური „ქრისტეს იმიტაცია“. აპლიკაციამ უარყო პოსტი სიტყვა „ქრისტეს“ გამო.

სადამკვირვებლო ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კანონის მიხედვით, ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა უნდა გაიარონ სამთავრობო შემოწმება და მიიღონ „ინტერნეტში რელიგიური ინფორმაციის განთავსების ლიცენზია“, რათა შეძლონ ინტერნეტში რელიგიაზე საუბარი, თუმცა, ამ შემთხევაშიც კი, შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეხედულებას რელიგიისა და მთავრობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ქრისტიანობას დასავლურ რელიგიად მიიჩნევს და ამიტომ მას საფრთხედ აღიქვამს. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ეკლესიები დაანგრიეს და ჯვრები ჩამოხსნეს. ცოტა ხნის წინ ასევე დააწესეს შეზღუდვა ბიბლიებისა და სხვა ქრისტიანული ლიტერატურის ონლაინგავრცელებაზე. მხოლოდ ის ჯგუფები შეძლებენ ბიბლიების დარიგებას, რომლებიც აღიარებენ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და საკუთარ ქადაგებებზე ცენზურის დაწესების უფლებას მისცემენ მას.

ორგანიზაცია Open Doors-ის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ჩინეთი მე-17 ადგილზეა ქრისტიანთა დევნის მხრივ მსოფლიოში.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები