კვირას, ეკლესია Grace Community Church-ის ხუცესმა ჯონ მაკარტურმა მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
მაკარტურმა პრეზიდენტი გააფრთხილა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიბლიაზე ფიცის დადებისას არ უნდა ეგულისხმა ის, რომ „გააკეთებდა ყველაფერს, რაც დაგმობდა ღმერთის სახელს“.
„შეგიძლიათ თქვათ ის, რის თქმაც გსურთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, როდესაც ღვთის ტახტს ეხებით, როდესაც ღვთის სიტყვაზე დებთ ფიცს და სინამდვილეში ფიქრობთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რაც დაგმობს მის სახელს. მითხარით, რომ დედის მუცელში ჩვილების დახოცვის დამცველი ხართ; მითხარით, რომ გინდათ მამაკაცურობის, ქალურობის, ქორწინების განადგურება; მითხარით, რომ გსურთ, ლგბტქ პირები ხელისუფლებაში მოიყვანოთ; რომ გსურთ, გაამართლოთ ტრანსგენდერთა აქტივობა. მითხარით, რომ გინდათ, უფრო მეტი მუსლიმანი მოიწვიოთ, რომლებიც ჯოჯოხეთის რელიგიის წარმომადგენლები არიან და ამის შემდეგ გაბედეთ და ღვთის ტახტს შეახეთ ხელი. გახსოვდეთ, ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით მეფობს, მას არ სჭირდება თქვენი პატივისცემა, მას თქვენი მორჩილება უნდა.“ – მიმართავს მაკარტური ბაიდენს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ მაკარტურმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ ცდილობენ მთავარი მედიასაშუალებები ABC, CNN და Los Angeles Times სხვა „უღვთო ბლოგერებთან“ ერთად მისი ეკლესიისათვის სახელის გატეხას.
„ისინი ყოველგვარი ძალისხმევით ცდილობდნენ, დაეხურათ ‘მადლის ეკლესია’, მაგრამ მე ჯერ კიდევ აქ ვარ.“ – ამბობს მაკარტური.
შეგახსენებთ, რომ ჯონ მაკარტური მსოფლიოში ცნობილი ევანგელისტი მქადაგებელი და 1969 წლიდან ლოს-ანჯელესში არსებული ეკლესიის ხუცესია.