რელიგიური შეხედულებების გამო, მსახიობმა კრის ტაკერმა უარი თქვა ფილმ „პარასკევის“ მეორე და მესამე ნაწილში მონაწილეობაზე. ფილმებში Next Friday და Friday After Next მსახიობს უწევდა უწმაწური სიტყვების თქმა და სიგარის მოწევა, რაზეც მან უარი განაცხადა. კრის ტაკერმა თავისი გადაწყვეტილება გასულ თვეს ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა და თქვა:
„მე პროტესტანტი ქრისტიანების ოჯახში გავიზარდე, ქრისტიანული ღირებულებებით. უარი ვთქვი იმიტომ, რომ არ მსურს, ხალხის წინაშე წარვდგე მარიხუანის სიგარით ხელში, და მათაც ამისკენ ვუბიძგო. რადგანაც ეს ფილმი ძალიან ცნობილი გახდა, აღარ მსურდა ამ პერსონაჟის განსახიერება. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი.“
ფილმის სცენარის ავტორის, ო’შ ჯექსონის თქმით, მსახიობს 12 მილიონს სთავაზობდნენ აღნიშნული როლისთვის, თუმცა უარის მიზეზი მსახიობის რელიგიური შეხედულებები გახდა.
შეგახსენებთ, რომ ფილმ „პარასკევის“ პირველი ნაწილი 1995 წელს გადაიღეს, ხოლო მეორე და მესამე ნაწილები 2000 და 2002 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე.
კრის ტაკერი არის ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი, რომელიც სხვადასხვა როლებითაა ცნობილი.