ღვთისმეტყველსა და ბესტსელერების ავტორს ტიმ კელერს სამი კვირის წინ კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს. მან ქრისტიანებს მიმართა თხოვნით, ელოცათ მისთვის. „ჯერ კიდევ სამი კვირის წინ არც კი ვეჭვობდი, რომ სიმსივნე მქონდა. მადლობა ღმერთს, თავს შესანიშნავად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს. შესანიშნავი ექიმები მყავს, მაგრამ მთავარია, ჩემზე ყველაზე დიადი ექიმი ზრუნავს.“ ‒ აღნიშნავს კელერი.
კელერი, რომელიც 2002 წელს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გამო მკურნალობდა, მიმართავს ქრისტიანებს ლოცვითი მხარდაჭერის შესახებ თხოვნით: „გთხოვთ, ილოცოთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა სიმსივნე ან სამედიცინო საშუალებებით მომაშოროს, ან თავისი უშუალო ჩარევით.
გთხოვთ, ილოცეთ, რომ მე და ჩემმა მეუღლემ, კეტიმ, ეს დრო გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დროებით გავერიდოთ ამ წუთისოფლის ამაოებას და უპირველეს ყოვლისა, ღვთის თანდასწრება ვეძიოთ.
გთხოვთ, ილოცეთ, რომ ღმერთმა ანუგეშოს ჩემი ახლობლები.
და ბოლოს, მეოთხე, ილოცეთ, რომ მკურნალობის გვერდითმა შედეგებმა ხელი არ შემიშალოს და კვლავ შემეძლოს წერა და ლაპარაკი.“
კელერი სოციალურ ქსელში წერს: „სიხარულით ვიწყებ სარბიელს, რომელიც მომელის, რადგან უფალმა იესომ ჩემი გულისათვის უსაზღვროდ უფრო მძიმე სარბიელი განვლო და გაიმარჯვა. ‘ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს ‒ იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.’“ (ებრ. 12:1-2).
ტიმ კელერი ნიუ-იორკის პრესვიტერიანული ეკლესიის (Redeemer) გადამდგარი ხუცესია (რომელიც მან 1989 წელს დააარსა) და ასევე თანადამფუძნებელი ევანგელისტური ეკლესიების ქსელისა The Gospel Coalition.