ენჯელა გლივსმა, რომელიც აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში არსებული ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მედდაა, ორშაბათს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ლოცულობენ ის და მისი ოთხი მეგობარი საავადმყოფოს სახურავზე.
„როცა სამსახურში რამდენიმე თავისუფალი წუთი გაქვს, ადიხარ სახურავზე და ლოცულობ. ჩვენ ვილოცეთ მთელი საავადმყოფოს პერსონალისთვის, ასევე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის. ასევე ვლოცულობთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ჩვენი კოლეგებისთვის.“ – წერს გლივსი.
გლივსი უკვე 22 წელია, მედდად მუშაობს და მისთვის უცხო არ არის საავადმყოფოს სახურავზე, ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანზე ყოფნა, რადგან ის ადრე, ე.წ. „ფრენის მედდა“ გახლდათ და ზრუნავდა იმ პაციენტებზე, რომლებიც ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების მეშვეობით გადაჰყავდათ.
მან საავადმყოფოს ხელმძღვანელობას სთხოვა ნებართვა იმასთან დაკავშირებით, რომ მას და მის კოლეგა მედდებს ათი წუთის განმავლობაში სახურავზე ლოცვის შესაძლებლობა ჰქონოდათ.