„2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წლის განმავლობაში 42.7 მილიონი აბორტი შესრულდა, ხოლო 8.2 მილიონი სიმსივნით გარდაიცვალა, 5 მილიონი – მოწევით, 1.7 მილიონი კი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით. 2020 წელს Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3 მილიონს გადასცდა. სურათი ნათელია – აბორტი არის ნომერ პირველი მკვლელი. სხვა რამე რომ იყოს 42.7 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი, საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებდით, პრესკონფერენციებს მოვიწვევდით ან საზღვრებს ჩავკეტავდით…“ – წერს აშშ-ის ევანგელისტი ხუცესი და ერთ-ერთი სულიერი ლიდერი, ფრანკლინ გრემი საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუკგვერდზე“.
შეგახსენებთ, რომ ფრანკლინ გრემი ასევე გახლავთ ორგანიზაცია „სამარიტელის ქისისა“ და „ბილი გრემის ევანგელური ასოციაციის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.