ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ რელიგიური ნიშნით დევნა ცნობილ მახარებელსა და მწერალს, ფრენსის ჩანსაც შეეხო, მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგის მთავრობამ მისი ვიზა უარყო.
ჩანი და მისი ოჯახის წევრები გასულ წელს გადავიდნენ ჰონგ-კონგში მისიონერული საქმიანობისთვის.
„გასულ კვირას, როდესაც მათ ვიზის აქტიურობის ვადა შეგვიწყვიტეს, მოგვიწია ქვეყნის დატოვება. ახლა ამერიკაში ვართ, მიუხედავად ყველაფრისა, ამ გადაწყვეტილებას მაინც ვასაჩივრებთ. ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღესაც დავბრუნდებით ჰონგ-კონგში, რადგან ძალიან გვინდა იქ ყოფნა. ვიდრე ქვეყანას დავტოვებდით, მოვესწარით სამი ეკლესიის დაარსებას, რომელიც დაახლოებით 15-20-კაციან ჯგუფებს მოიცავს. ჩვენ სამივე ეკლესიას ვუძღვებოდით, ვიდრე გავიგებდით, რომ ქვეყნის დატოვება გვიწევდა.“ – აცხადებს ფრენსისი.
ჩანი ყველაზე მეტად იმაზე ღელავს, რომ ამ ეკლესიის ახალბედა ხელმძღვანელებსა და წევრებს მალულად მოუწევთ შეკრება.
მახარებელმა გაიხსენა ახალი აღთქმის ეკლესია – მათ არ ჰქონდათ არც ბიბლია ან რაიმე რესურსი, თუმცა ისინი ეკლესიებს სულიწმიდის მეშვეობით აარსებდნენ.
ყველაფრის მიუხედავად ჩანი ეკლესიის წევრებს მოუწოდებს: „ჩვენ გვჭირდება ის რწმენა, რომელიც მოციქულ პავლეს პერიოდში ჰქონდათ და რომელიც სულიწმიდის ძალის მეშვეობით მოქმედებდა.“