ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ადამიანთა უფლებადამცველი აქტივისტები განგაშს ტეხენ აფრიკაში ქრისტიანთა გენოციდის გამო

by ნინო ხუროშვილი 3 დეკემბერი, 2020
3 დეკემბერი, 2020 198 ნახვა

მუსლიმანთა ტერორისტული დაჯგუფებები თავდასხმებს ახორციელებენ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად, ნიგერიაში, სადაც ათიათასობით ქრისტიანი დაიღუპა მთელ აფრიკაში მიმდინარე ქრისტიანთა გენოციდის შედეგად. ნიგერიის არმიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პლაკატი, სადაც აღნიშნულია ასი ტერორისტი სამიზნე. მათ შორისაა ისლამური ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ლიდერი აბუბაქარ შეკაუ.

ორგანიზაცია Open Doors USA-ის პრეზიდენტმა, დრ. დევიდ ქერიმ CBN News-ს განუცხადა: „ამ ადამიანს არა მხოლოდ ჩრდილოეთ ნიგერიაში, არამედ მთელ რეგიონში შემოაქვს არეულობა.“ ნიგერიული გაზეთის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს მცველებით გარშემორტყმული „ბოკო ჰარამის“ ლიდერი, რომელიც ტრაბახობს, რომ მას ვერასოდეს დაიჭერენ, რადგან ალაჰის საქმეს აკეთებს.

„ბოკო ჰარამის“ ლიდერი მიზნად ისახავს, რომ აფრიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა მთლიანად მუსლიმანურ ქვეყნად აქციოს. მას სურს, აიძულოს ქრისტიანები, რომლებიც ნიგერიის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ, რომ ან ქვეყანა დატოვონ, ან ისლამი მიიღონ, ან კიდევ სიკვდილი არჩიონ.

შეკაუს მეთაურობით დაჯგუფების მებრძოლებმა ათასობით ადამიანი დახოცეს, მილიონობით ადამიანი კი აიძულეს, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი.

ორგანიზაცია International Christian Concern-ის პრეზიდენტი, ჯეფ კინგი კი აცხადებს, რომ ეს არის მასობრივი შეტევა ქრისტიანებზე: „უკვე 50 ათასიდან 70 ათასამდე ქრისტიანი დაიხოცა.“

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული წიგნის – „მომდევნო ჯიჰადი: შეაჩერეთ ქრისტიანთა გენოციდი აფრიკაში“ – ავტორები (ქრისტიანი ჯონი მური და იუდეველი ორთოდოქსი რაბინი აბრაამ კუპერი) წერენ იმის შესახებ, რაც ხდება აფრიკის კონტინენტზე.

აბრაამ კუპერი ნიგერიელი ქრისტიანების შესახებ წერს: „ჩემთვის, ორთოდოქსი იუდეველი რაბინისთვის, შთაგონება იყო მათი რწმენა, რომელიც ურყევია ყველაფრის მიუხედავად.“

„ბოკო ჰარამის“ გარდა, ნიგერიის ე.წ. „შუაწელის“ რეგიონში, სადაც მუსლიმანური ჩრდილოეთი ქრისტიანულ სამხრეთს ხვდება, კიდევ ერთი ტერორისტული დაჯგუფების, ფულანის სამხედროები ესხმიან ქრისტიანებს თავს და ხოცავენ მათ.  

წიგნის მეორე ავტორის, ჯონი მურის თქმით, ნიგერიის პოლიცია და არმია, ძირითადად, ფულანის სამხედროებისგან შედგება, რომლებიც თითქმის არაფერს აკეთებენ ტერორისტების ქმედებების აღსაკვეთად. გარდა ამისა, პანდემიის გამო გასაჭირში მყოფი ხალხის დასახმარებლად გაგზავნილ საკვებსა და სხვა დახმარებას არ აძლევენ ნიგერიის მოქალაქე ქრისტიანებს.

შეგახსენებთ, რომ Open Doors-ის მიხედვით, ნიგერია მე-12 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტად იდევნებიან ქრისტიანები. ორგანიზაციის პრეზიდენტი სთხოვს აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციას, რომ ნიგერია უპირველეს პრიორიტეტად დასახოს.  


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები