ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

აია-სოფიას მუზეუმი, შესაძლოა, მეჩეთად გადაკეთდეს

by ნინო ხუროშვილი 8 ივლისი, 2020
8 ივლისი, 2020 211 ნახვა

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აია-სოფიას მუზეუმი, შესაძლოა, მეჩეთად გადაკეთდეს. საკითხი 29 მაისის შემდეგ გახდა აქტუალური, როცა თურქეთში სტამბულის აღებიდან 567 წლის იუბილე იზეიმეს. ღონისძიება გაიმართა წმ. სოფიას ტაძარშიც, რომელიც მუზეუმია და სტამბულის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. ამ დღეს აია-სოფიას ტაძარში წაიკითხეს ყურანის ერთი თავი, რაც საბერძნეთში გააპროტესტეს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აია-სოფია „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და აქ ყურანის წაკითხვა ეწინააღმდეგება „იუნესკოს“ კონვენციას. BBC-ის თანახმად, ქვეყნის კულტურის მინისტრმა თურქეთი „ფანატიკური ნაციონალისტური და რელიგიური სენტიმენტის“ გაღვივებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ძეგლის სტატუსი, რომელსაც „იუნესკო“ იცავს, ვერ შეიცვლება თავად ორგანიზაციის თანხმობის გარეშე.

თავად „იუნესკოს“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ბერძნულ გაზეთს განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას მართლაც სჭირდება უფრო ფართო თანხმობა.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის გენერალური მდივანი მაიკ პომპეოც, რომელმაც აღნიშნა, რომ აია-სოფიას სტატუსის ნებისმიერი ცვლილება შეამცირებს მის შესაძლებლობას, „ემსახუროს კაცობრიობას, როგორც მეტად საჭირო ხიდი განსხვავებულ რწმენასა და კულტურებს შორის.“

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა, ამ თემაზე საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები კი თურქეთის უფლებების შელახვას წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

„თურქეთის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩვენი სუვერენული უფლებების შელახვას წარმოადგენს. თურქეთი ყოველთვის დაიცავს მუსლიმანთა, ქვეყნის რელიგიური უმრავლესობის უფლებებს. ამავე დროს, ჩვენ დავიცავთ ნებისმიერი აღმსარებლობის მოქალაქეებს. თურქეთის ტერიტორიაზე 435 ეკლესია და სინაგოგა მოქმედებს. რელიგიური უმცირესობების სამლოცველოების მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ, ამიტომ მსგავსი ბრალდებები სიმართლისთვის ზურგის შექცევაა.“ ‒ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის “Istanbul Economics Research” კვლევით, მოსახლეობის 47% აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების მომხრეა, 38% კი ინიციატივას ეწინააღმდეგება.

აია-სოფია განხილვის საგანია ადგილობრივ ქრისტიანულ წრეებშიც. კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი იდეას ემხრობა: მისი თქმით, უმჯობესია, აია-სოფია სალოცავი იყოს, ვიდრე მუზეუმი, სადაც ტურისტები ფოტოებს იღებენ, და მას სჯერა, რომ ამ დიდ ნაგებობაში ქრისტიანებისთვისაც გამოინახება ადგილი. ინიციატივას ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, რომელმაც სტამბულში საეკლესიო მსახურებისას თქვა, რომ აია-სოფია „კაცობრიობის საკუთრებაა“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აია-სოფიამ, შესაძლოა, მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს. 

წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად მიიჩნეოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და „იუნესკოს“ დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები