ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

„არასოდეს უარყო ქრისტეს რწმენა“ ‒ რწმენის გამო მოკლული ქრისტიანის სიტყვები ცოლს

by ნინო ხუროშვილი 25 ივნისი, 2020
25 ივნისი, 2020 284 ნახვა

ინდოეთში ქრისტიანობის დევნის ზრდასთან ერთად იზრდება ქრისტეს რწმენისათვის დაღუპულთა რიცხვიც. ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაციის Christian Solidarity Worldwide (ქრისტიანული სოლიდარობა მსოფლიოში) ცნობით, 7 ივნისს, ჯარხანდის შტატის კხუნტის რეგიონში შეირაღებული რადიკალი ინდუისტები თავს დაესხნენ 27 წლის კანდეი მუდუს და მოკლეს იგი. კანდეიმ ოთხი წლის წინ მიიღო ქრისტიანობა.  

მუდუს ოჯახი ერთადერთი ქრისტიანული ოჯახი იყო სოფელში. მათ ხშირად ემუქრებოდნენ და ორი წლის წინ თავს დაესხნენ კიდეც. 7 ივნისს ინდუისტებმა მუდუს სახლის კარი შეამტვრიეს და ყელი გამოსჭრეს მას. როგორც ცნობილია, კანდეიმ სიკვდილამდე ცოლს უთხრა, რომ ის შესაძლოა მოეკლათ და სთხოვა, რომ არასოდეს ეთქვა უარი ქრისტეს რწმენაზე.

მუდუს მეუღლემ, ბინდუ მუდუმ და მისმა ორმა შვილმა სოფელი დატოვეს ოჯახის უფროსის მკვლელობის შემდეგ, რადგან არცერთმა მეზობელმა არ მოისურვა მათთვის თავშესაფრის მიცემა. გამოძიება უკვე დაწყებულია, მაგრამ პოლიციას ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებია.

„გულმხურვალედ ვლოცულობთ ბ-ნ მუდუს ოჯახისათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბინდუს მეუღლის დაკარგვის გამო. ბატონი მუდუ მოკლეს თავისი რწმენის გამო. ორგანიზაცია დიდად შეშფოთებულია იმ მზარდი დევნის, დისკრიმინაციისა და ტანჯვის გამო, რასაც ქრისტიანები ხვდებიან ინდოეთში მხოლოდ იმის გამო, რომ იყენებენ რწმენის თავისუფლების უფლებას. ინდოეთის კონსტიტუცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს სინდისისა და რწმენის თავისუფლების უფლება. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ჯარხანდის შტატის ხელისუფალთ და ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა. ქრისტიანები და სხვა რელიგიური უმცირესობანი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ, ჰქონდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების შესაძლებლობა და თანაბარი უფლებები ქვეყნის სხვა მოქალაქეთა მსგავსად.“ ‒ ამბობს ორგანიზაციის Christian Solidarity Worldwide აღმასრულებელი დირექტორი მერვინ ტომასი.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები