ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

აშშ: „სატანისტური ტაძარი“ აწესებს „ეშმაკის ადვოკატის სტიპენდიას“ მომავალი სტუდენტებისთვის

by ნინო ხუროშვილი 1 აგვისტო, 2020
1 აგვისტო, 2020 145 ნახვა

ორგანიზაცია „სატანისტური ტაძარი“ (The Satanic Temple ‒ TST) კოლეჯის სტიპენდიის დანიშვნას აპირებს დამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას აპირებენ. მასაჩუსეტსის ქალაქ სალემში დაარსებულმა ორგანიზაციამ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი მიზანია ‒ მხარი დაუჭიროს ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსაგან, განაცხადა, რომ „ეშმაკის ადვოკატის სტიპენდია“ (500 დოლარის ოდენობით) ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც წელს ამთავრებენ სკოლას. სტიპენდიის მიღების მსურველებმა ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს უნდა უპასუხონ ესეის, ლექსის ან სხვა შემოქმედებითი პასუხის მეშვეობით.

1) რა ინიციატივა წამოგიწყიათ ისეთი, რაც ორგანიზაცია „სატანისტური ტაძრის“ დანიშნულებასა და პრინციპებს შეესაბამება?

2) გთხოვთ, განიხილოთ და დეტალურად აღწეროთ ნებისმიერი მასწავლებელი, რომელმაც ჩაახშო თქვენი სული, საფუძველი გამოაცალა თქვენს თავდაჯერებულობას და შეგაძულათ სკოლაში გატარებული ყოველი წუთი.

„განმცხადებელი შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად წარმოაჩენს მისი პასუხი ორგანიზაციის მისიას.“ ‒ წერია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

„სატანისტური ტაძრის“ თანადამფუძნებელი მალკოლმ ჯერიმ ამბობს, რომ სტიპენდიის დანიშვნის მიზანია სავალდებულო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქება. მისი თქმით, ორგანიზაცია უარყოფს სავალდებულო სწავლების აუცილებლობას, რადგან ის „არღვევს მოსწავლეების ძირითად სამოქალაქო უფლებებს და ჩააგონებს მორჩილებას დაუმსახურებელი ავტორიტეტის წინაშე“.

„სტიპენდია განკუთვნილია მათთვის, ვინც ინდივიდუალიზმის, თანაგანცდის, თავისუფალი აზროვნების მომხრეა და სკეპტიკურად არის განწყობილი იმ მჩაგვრელი დაწესებულების მიმართ, რომელსაც იძულებული იყო, შეჰგუებოდა“, დაამატა ჯერიმ.

ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ თაყვანს არ სცემენ სატანას და არ სწამთ მისი, როგორც პიროვნული არსების, მაგრამ „მათი სახელი და ქმედებები ცხადყოფს, რომ მისი მიზანი სწორედ სატანის სახელის განდიდებაა, სატანისა, რომელიც ბოროტების სათავეა და ცდილობს ხელი შეუშალოს ღვთის ნების აღსრულების დედამიწაზე“, ასე აფასებს ქრისტიანული საინფორმაციო პორტალი CBN ორგანიზაციის საქმიანობას.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები