ფლორიდაში მიტანის მომსახურებისათვის მომუშავე მამაკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ კვირა დღეს მუშაობაზე უარს ამბობდა ეკლესიაში საკვირაო ღვთისმსახურებაზე დასწრების გამო.
„ტამპა ბეის“ მიტანის მომსახურება, რომელიც კომპანია „ამაზონის“ პარტნიორია, მიტანის მომსახურების მიმწოდებელია ტამპა ბეის ტერიტორიაზე, 50 ათას დოლარს გადაუხდის მამაკაცს, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლა კვირა დღეს მუშაობაზე უარის თქმის გამო. მამაკაცის ცნობით, მას კომპანიისათვის ნათქვამი ჰქონდა, რომ შეეძლო შაბათს ემუშავა, თუმცა მას მაინც კვირა დღეს განუსაზღვრეს სამუშაო ცვლა. მამაკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ის სამსახურში არ გამოცხადდა, რადგან ეკლესიაში ესწრებოდა ღვთისმსახურებას.
სასამართლოს გადაწყვეტილება ფედერალურმა მოსამართლემ დაადასტურა. გარდა 50 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდისა, კომპანიას ასევე დაევალა მომუშავე პერსონალის მომზადება რელიგიური დისკრიმინაციის თავიდან ასარიდებლად.