ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ბაიდენი: „ისრაელს უფლება აქვს, თავი დაიცვას“

by ნატალია ჩიქოვანი 13 მაისი, 2021
13 მაისი, 2021 231 ნახვა

ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარი გამართა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდება. ისრაელს უფლება აქვს, საკუთარი თავი დაიცვას, როდესაც მის ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა დაფრინავს.“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ისრაელს მხარი დაუჭირა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც და მედიასთან განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს, თავი დაიცვას.

„ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელში მიმდინარე ვითარების შესახებ, მათ შორის ღაზის სექტორიდან სარაკეტო დარტყმებზე, რომლის სამიზნეც ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობაა. ისრაელს უფლება აქვს, საკუთარი თავი დაიცვას. თავის მხრივ, პალესტინელებსაც უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ და დაცულად ცხოვრება. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეესკალაცია.“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა „ჰამასის“ ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ალ-აქსას ტერიტორია სამართალდამცველებს, არ შეასრულა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდაპირველად იერუსალიმის მიმართულებით 7 რაკეტა ისროლა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა სხვა ქალაქების მიმართულებითაც. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს რამდენიმე დღის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის კვირაზე მეტია გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.

ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.


ამავე კატეგორიის

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

    26 იანვარი, 2021
  • 5

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები