ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ბაიდენი ციტირებს ბიბლიას ინაუგურაციაზე და ხალხს ერთობისკენ მოუწოდებს

by ნინო ხუროშვილი 21 იანვარი, 2021
21 იანვარი, 2021 254 ნახვა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი ინაუგურაციისას წმინდა წერილიდან ციტატა მოიყვანა, ხალხს მდუმარე ლოცვაში წარუძღვა და ორივე პარტიის წევრებს გაერთიანებისკენ მოუწოდა სიტყვებით: „მე ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის.“

ბაიდენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ „ქანთრის“ შემსრულებელმა გართ ბრუკსმა იმღერა საგალობელი „გასაოცარი მადლი“. ბაიდენის სიტყვაში ყურადღება ერთობაზე იყო გამახვილებული.

„ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ არაცივილიზებულ ომს, სადაც კონსერვატიული უპირისპირდება ლიბერალურს. ჩვენ ამას შევძლებთ, თუკი, ნაცვლად გულების გაქვავებისა, გავაღებთ ჩვენი სულის კარს, თუ მცირეოდენ შემწყნარებლობას და თავმდაბლობას გამოვიჩენთ და თუ მზად ვიქნებით, რომ სხვა ადამიანის ადგილას წარმოვიდგინოთ თავი.“ – განაცხადა ბაიდენმა, რომელიც კათოლიკე ქრისტიანია. 

ბაიდენმა მოუწოდა ამერიკელებს: „მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მოვუსმინოთ და გავუგოთ ერთმანეთს, დავინახოთ ერთმანეთი, პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი.

მე ვდებ ფიცს, რომ ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის და გპირდებით, რომ მათთვისაც ისევე ვიბრძოლებ, ვინც მხარი არ დამიჭირეს, როგორც მათთვის, ვინც ჩემი მომხრეები იყვნენ.“

ბაიდენმა მოიყვანა ქრისტიანი ღვთისმეტყველის, ავგუსტინეს (354-430) ციტატა: „მრავალი საუკუნის წინ, ჩემი ეკლესიის წმინდანი წერდა, რომ ხალხი იყო ადამიანთა მრავალრიცხოვნება, რომელიც განისაზღვრებოდა მათი სიყვარულის საერთო ობიექტების მიერ.“

ბაიდენმა კითხვა დასვა: „რა არის სიყვარულის საერთო ობიექტები, რომლებიც განგვსაზღვრავს ჩვენ, ამერიკელებს? ესენია შესაძლებლობა, უსაფრთხოება, თავისუფლება, ღირსება, პატივი და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტება.“

პრეზიდენტმა გაიხსენა პანდემიის გამო დაღუპულნი: „ღამით გლოვა დაისადგურებს და ცისკრის ჟამს მხიარულება“ (ფსალმუნი 29:5).  

ბაიდენი რამდენიმე წამით გაჩუმდა, რომ ხალხს მდუმარედ ელოცა და „გაეხსენებინა ყველა, ვინც პანდემიისას დაკარგეს გასულ წელს“, შემდეგ კი თქვა „ამინ“.

„მე ვამთავრებ დღევანდელ დღეს ისევე, როგორც დავიწყე – წმინდა ფიცის დადებით ღმერთისა და ყოველი თქვენგანის წინაშე. სიტყვას გაძლევთ: მე მუდამ თქვენი თანასწორი ვიქნები. დავიცავ კონსტიტუციას. დავიცავ ჩვენს დემოკრატიას. დავიცავ ამერიკას.“  

ლეო ო’დონოვანმა, იეზუიტმა მღვდელმა და ჯორჯტაუნის ყოფილმა პრეზიდენტმა ილოცა პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციისას და ღმერთს მისთვის სიბრძნის მინიჭება სთხოვა: „გთხოვთ ჩვენი ახალი პრეზიდენტისათვის სიბრძნეს, რომელსაც სოლომონი ეძიებდა, როდესაც ლოცულობდა გონიერი გულისათვის, რათა განეგო ღვთის ერი და სცოდნოდა სიკეთისა და ბოროტების გარჩევა.“

სილვესტერ ბიმენმა კი, უილმინგტონის Bethel AME Church-ის ხუცესმა აკურთხა პრეზიდენტი: „ჩვენ ვენდობით იაკობის წერილის რჩევას: ‘თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა.’“  


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები