ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

დანიურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის ახალ ვერსიაში ბევრგან ამოღებულია სიტყვა „ისრაელი“

by ნინო ხუროშვილი 23 აპრილი, 2020
23 აპრილი, 2020 97 ნახვა

დანიის ბიბლიურმა საზოგადოებამ ძველი და ახალი აღთქმიდან ისრაელის შესახებ ათობით მითითება ამოიღო ბიბლიის დანიურ ენაზე შესრულებულ ახალ თარგმანში.

ბიბლია, რომელიც ითარგმნა „ბიბლია 2020“ პროექტის ფარგლებში, ბოლო 20 წლის განმავლობაში დანიურ ენაზე შესრულებული პირველი თარგმანია.

იან ფროსტი, წარმოშობით დანიელი, ბიბლიის ენთუზიასტი და ისრაელის დამცველი, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ცდილობს, მიიპყროს მედიის ყურადღება და მიუთითებს იმაზე, რომ ახალი აღთქმის დანიურ თარგმანში 60-დან 59 ადგილას არის ამოკლებული ისრაელის შესახებ მითითება. „ისრაელიანი ერის“ ნაცვლად თარგმნილია „ებრაელები“, ხოლო „ისრაელის მიწა“ ჩანაცვლებულია ფრაზით „ებრაელთა მიწა“. სხვაგან კი, სადაც პირდაპირ ისრაელს მიემართება ტექსტი, თარგმნილია ისე, თითქოს ეს ყველა მკითხველის ან ზოგადად, მთელი კაცობრიობისადმი მიმართვა იყოს. მაგალითად, 120-ე ფსალმუნის მე-4 მუხლში, სადაც დაწერილია: „აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა“, ახალ თარგმანში სიტყვა „ისრაელი“ ჩანაცვლებულია სიტყვით „ჩვენი“.

დანიის ბიბლიური საზოგადოება ცვლილებებს იმით ხსნის, რომ სურდათ, თანამედროვე მკითხველისათვის თავიდან აერიდებინათ დაბნეულობა, რათა სიტყვა „ისრაელი“ არ არეოდათ ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოში. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში მოხსენიებული სხვა ქვეყნების სახელწოდებანი, რომლებიც დღემდე არსებობს (მაგალითად, ეგვიპტე) არ არის შეცვლილი ახალ თარგმანში.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერილია: „თანამედროვე ადამიანები ბიბლიას სრულიად სხვაგვარი წინაპირობიდან გამომდინარე კითხულობენ, ვიდრე, მაგალითად, იესოს დროს მცხოვრები ადამიანები კითხულობდნენ.“

დანიის ბიბლიური საზოგადოება აცხადებს, რომ სიტყვას „ისრაელი“ მრავალი მნიშვნელობა აქვს ბიბლიაში და გადაწყვეტილება ამ სიტყვის ამოღებასთან დაკავშირებით გახლდათ არა „იდეოლოგიური, არამედ კომუნიკაციური არჩევანი: ტექსტი წაკითხვისთანავე გასაგები უნდა იყოს მკითხველისათვის, რომელსაც არ გააჩნია საფუძვლიანი ცოდნა ბიბლიისა და ქრისტიანობის შესახებ.“

უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის ახალი თარგმანი მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან ქრისტიანთათვის ბიბლია წმინდა წიგნია, მისი ზუსტი თარგმანი და კონტექსტის დაუზიანებლობა კი უმნიშვნელოვანესია თითოეული მორწმუნისათვის.

შეგახსენებთ, რომ ბიბლია 1600 წლის განმავლობაში იწერებოდა 40 სხვადასხვა ავტორის მიერ. მისი თარგმანი პირველად ბერძნულ ენაზე შესრულდა, როდესაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნის ბოლოს ალექსანდრე დიდმა სპარსეთის იმპერია დაიპყრო და  იერუსალიმი ბერძნულენოვანი სამყაროს მმართველობის ქვეშ მოექცა. სამოცდათორმეტმა სწავლულმა ბერძნულ თარგმანზე მუშაობა სულ რაღაც სამოცდათორმეტ დღეში დაასრულა; ამიტომ, ბერძნულად „სეპტუაგინტა 70“ გახდა ებრაული ტექსტის ბერძნული ვერსიის აღმნიშვნელი ტერმინი. დღესდღეობით ბიბლია მრავალ ენაზეა თარგმნილი და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე პოპულარული წიგნია მსოფლიოში. მისი ონლაინგაყიდვების მაჩვენებელმა კი ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები