ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ვიეტნამი: დაკავებული ხუცესის ვაჟს ემუქრებიან და რწმენის უარყოფას აიძულებენ

by ნინო ხუროშვილი 14 დეკემბერი, 2020
14 დეკემბერი, 2020 420 ნახვა

დაპატიმრებული ვიეტნამელი ხუცესის ვაჟი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სიკვდილით ემუქრებიან და აიძულებენ ქრისტიანული რწმენის უარყოფას.

Radio Free Asia-ს ინფორმაციით, ვიეტნამში მცხოვრები, მონტანიარდების ხალხის წარმომადგენელი, ხუცესი ი იეჩი, 2007 წელს დააკავეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით. 4 წლის შემდეგ ის გაათავისუფლეს. 2013 წელს კი ხელმეორედ დააპატიმრეს და ამჯერად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

Radio Free Asia-სთან მიცემულ ინტერვიუში ხუცესის ვაჟი მრუი ამბობს, რომ მისი ოჯახი კვლავ იდევნება მიუხედავად იმისა, რომ ხუცესი ი იეჩი ციხეშია.  

„ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მოდიან ჩემს ოჯახში და თვალს გვადევნებენ. მათ ბევრჯერ დამიბარეს და სიკვდილით დამემუქრნენ, თუ რწმენაზე უარს არ ვიტყოდი.“ – ამბობს მრუი.

„ვიეტნამელი ხალხის ევანგელური გაერთიანების“ ცნობით, ხუცესს ციხეში აწამებენ და სამედიცინო მომსახურებაზე უარს ეუბნებიან.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის, ვიეტნამში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პატიმარია. გარდა ამისა, ვიეტნამში დაპატიმრებულებს ძალიან დიდი ხნით უსჯიან თავისუფლების აღკვეთას. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანები მშვიდობიანი ფორმით ითხოვენ საკუთარ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ან გამოხატვის თავისუფლებას, 12-14 წლით უშვებენ ციხეში.“ – აცხადებს ფილ რობერტსონი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე.

აშშ-ის რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო კომისიის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვიეტნამის ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მონტანიარდებისა და ჰმონგის ხალხები გამუდმებით იდევნებიან. მათ აპატიმრებენ ან აძევებენ თავიანთი რელიგიური კუთვნილების გამო.

ორგანიზაცია Open Doors USA-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ვიეტნამი მსოფლიოში რიგით 21-ე ქვეყანაა ქრისტიანთა დევნის თვალსაზრისით.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები