ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

თურქეთიდან იძულებით წასული მისიონერი ქვეყანას უჩივის

by ნინო ხუროშვილი 12 თებერვალი, 2021
12 თებერვალი, 2021 186 ნახვა

დევიდ ბაილი, კანადელ-ამერიკელი ქრისტიანი, რომელიც 2018 წელს იძულებული გახდა, თურქეთი დაეტოვებინა, ქვეყანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ბაილი კანადისა და ამერიკის მოქალაქეა, რომელიც 2000 წლის შემდეგ თურქეთში ცხოვრობდა და ქუჩაში ქადაგებდა სახარებას. ის რამდენჯერმე დააკავეს ქუჩაში ქადაგების დროს. 2018 წელს, მომდევნო დაკავებისას, ბაილს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. მისიონერი იძულებული გახდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს თურქეთიდან წასულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში მისიონერული საქმიანობა ლეგალურია, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ბაილი საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. ბაილს სამუდამოდ აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა, რის შესახებაც მან მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც თურქეთში თავის ოჯახთან დაბრუნება სცადა. ამჟამად, ბაილი გერმანიაში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად.

„მთავრობას არ უნდა, რომ აქ ვიყოთ, თურქეთში, მაგრამ უამრავ ადამიანს სურს ეს. ღმერთმა აქ მოგვიწოდა. ღმერთს სურს, რომ თურქმა ხალხმა მოისმინოს მის შესახებ.“ – ამბობს დევიდ ბაილი.

ქრისტიანულმა ორგანიზაცია Alliance Defending Freedom International-მა განაცხადა, რომ მან ბაილის სახელით შეიტანა საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

„ყველას აქვს უფლება, აირჩიოს რელიგია და გამოხატოს ის როგორც საჯაროდ, ასევე პირისპირ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირებით, თურქეთმა თანხმობა განაცხადა რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო განიხილავს დევიდ ბაილის საქმეს და პასუხისმგებლობას დააკისრებს თურქეთს.“ – განაცხადა Alliance Defending Freedom International-ის დირექტორის მოადგილემ, რობერტ კლარკმა.

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (Human Rights Watch) 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თურქეთი მზარდ კრიზისს განიცდის ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ.

დევნილ ქრისტიანთა უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Open Doors USA-ის ინფორმაციით, თურქეთი 25-ე ადგილზეა იმ 50 ქვეყანას შორის, სადაც ქრისტიანებისათვის რთული პირობებია შექმნილი.


ამავე კატეგორიის

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა ის ღმერთს?

    2 მარტი, 2022
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები