ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

იაპონიაში თვითმკვლელობის შედეგად უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე კოვიდ-19-ით მთელი წლის განმავლობაში

by ნინო ხუროშვილი 1 დეკემბერი, 2020
1 დეკემბერი, 2020 319 ნახვა

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური შედეგების გამო, იაპონიაში უფრო მეტი ადამიანი იღუპება თვითმკვლელობის შედეგად, ვიდრე კორონავირუსით.   

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაპონიამ პანდემიასთან ბრძოლას გაცილებით უკეთ გაართვა თავი (მთელ ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 ათასზე ნაკლებია), „ნაციონალური საპოლიციო სააგენტოს“ სტატისტიკის მიხედვით,  მხოლოდ ოქტომბერში თვითმკვლელობათა რიცხვმა 2 153-ს მიაღწია. ახალი ამბების სააგენტო CBS-ის ინფორმაციით, წელს იაპონიაში 17 ათასმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. განსაკუთრებით მაღალია თვითმკვლელობათა რიცხვი ქალებს შორის.

„ამის ყველაზე მთავარი მიზეზი ის არის, რომ ქალები კარგავენ სამუშაო ადგილებს და არ იციან, როგორ შეინახონ საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახები.“ – განუცხადა CBS News-ს კოკი ოზორამ. ოზორა ფსიქოლოგიური მომსახურების ონლაინ პლატფორმის (Anata no Ibasho) დამფუძნებელია, რომელსაც, ძირითადად, გოგონები და ახალგაზრდა ქალები მიმართავენ დასახმარებლად.

ექსპერტების თქმით, პანდემიამ გონებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება გამოიწვია გახანგრძლივებული კარანტინის, ოჯახის წევრებისგან იზოლაციის, უმუშევრობისა და სხვა საკითხების მეშვეობით.

„ჩვენ სერიოზულად უნდა დავუპირისპირდეთ რეალობას.“ – განაცხადა  იაპონიის მთავრობის მთავარმა წარმომადგენელმა კაცუნობუ კატომ. მან გაავრცელა განცხადება ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც შეეხება სუიციდის პოტენციურ მსხვერპლთა დახმარებას ცხელი ხაზისა და სოციალური მედიის საშუალებით.

იაპონია თვითმკვლელობათა ყველაზე მაღალი რიცხვით გამოირჩევა მსოფლიოს „დიდი შვიდეულის“ მდიდარ ქვეყნებს შორის. ქვეყნის მთავრობამ 34 მილიონამდე გაზარდა სუიციდის პრევენციისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

ამ ინფორმაციას ეხმაურება ფრანკლინ გრემი, რომელიც თავისი “ფეისბუკის” გვერდზე წერს: „ამ პანდემიას უამრავი ‘გვერდითი ეფექტი’ მოჰყვა, მაგრამ ის ასევე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ იესო ქრისტეს მორწმუნეებმა სხვებსაც გაუზიარონ იმედის შესახებ. ღმერთის მშვიდობას, მის ძალას, მის სიყვარულს შეუძლია, ადამიანს ნებისმიერი ცხოვრებისეული ქარიშხალი და მსოფლიო პანდემიაც კი გადაატანინოს. ღვთის სიყვარულის ჩაკეტვა ხომ შეუძლებელია კარანტინის მეშვეობით.

მოდით, მთელ მსოფლიოს გავუზიაროთ ამ იმედისა და სახარების ჭეშმარიტების შესახებ. ვილოცოთ მათზე, ვისაც ეშინია, ვინც დეპრესიაშია კორონავირუსის გამო და მივწვდეთ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს იესო ქრისტეს იმედით.“


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები