ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

იერუსალიმის გეთსიმანიის ეკლესიას თავს დაესხნენ ხანძრის გაჩენის მიზნით

by ნინო ხუროშვილი 10 დეკემბერი, 2020
10 დეკემბერი, 2020 177 ნახვა

იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა, თეოფილოს III-მ დაგმო იერუსალიმში გეთსიმანიის ეკლესიაში ხანძრის გაჩენის მცდელობა. შემთხვევა გასულ პარასკევს მოხდა.

ისრაელის პოლიციამ დააკავა 49 წლის ებრაელი მამაკაცი, რომელმაც ეკლესიაში ბენზინის გამოყენებით გააჩინა ხანძარი. დაზიანდა ეკლესიაში არსებული ხის სკამები და ბიზანტიური იატაკის მოზაიკა. ცეცხლი დროულად შეამჩნიეს ეკლესიის დარაჯმა და ორმა სხვა მოქალაქემ, რომლებიც ეკლესიასთან ახლოს იყვნენ.

პატრიარქის განცხადებით, ეს იყო რადიკალური იდეოლოგიით შთაგონებული თავდასხმა, რომელიც წმინდა მიწიდან ქრისტიანების განდევნას ისახავს მიზნად.

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს თავისი როლი ქრისტიანულ სიწმინდეთა დაცვის საქმეში, რათა შენარჩუნდეს ქრისტიანობა წმინდა მიწაზე.“ – განაცხადა პატრიარქმა.

ხანძრის გაჩენის მცდელობა ასევე დაგმეს იუდეველთა თემის წევრებმა.

„ძალიან ვწუხვართ იერუსალიმში მდებარე ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმის გამო. ებრაელი ერი სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ქრისტიან დებსა და ძმებს ყველგან, სადაც ისინი იდევნებიან რწმენისთვის.“ – განაცხადა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა მაიკლ ჰოვარდმა, რომელიც ასევე ბრიტანეთში არსებული ორგანიზაციის, „ქრისტიანთა და იუდეველთა საბჭოს“ ნდობით აღჭურვილი პირი გახლავთ.   

გეთსიმანიის ტაძარი მსოფლიოში ცნობილია სახელწოდებით „ყველა ერის ეკლესია“, იგივე „უფლის აგონიის ბაზილიკა“ (Basilica Agoniae Domini). ეს არის რომაულ-კათოლიკური ტაძარი, რომელიც ზეთისხილის მთაზე, გეთსიმანიის ბაღის ახლოს მდებარეობს. ის აგებულია იმ ადგილზე, სადაც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე ლოცულობდა შეპყრობამდე (მარკოზის სახარება, 14:32-42). ტაძარი მანამდე არსებული ორი ეკლესიის ადგილზეა აგებული. მანამდე აქ იდგა მე-4 საუკუნის ბიზანტიური ბაზილიკა, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია 746 წელს; შემდეგ კი მე-12 საუკუნეში აგებული ჯვაროსანთა ტაძარი, რომელიც 1345 წელს მიატოვეს. დღეს არსებული ეკლესია აიგო 1919-1924 წლებში მსოფლიოს 12 ქვეყნის მიერ გაღებულ შემოწირულობათა ხარჯზე. სწორედ ამიტომ ეწოდება მას „ყველა ერის ეკლესია“ და ამიტომაც აქვს 12 გუმბათი.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები