ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ინდოეთის სოფელში ქრისტიანებზე თავდასხმა მოხდა

by თამუნა ბაღდავაძე 10 დეკემბერი, 2020
10 დეკემბერი, 2020 176 ნახვა

25 ნოემბერს შეარაღებული ბრბო თავს დაესხა ქრისტიანთა სახლს და გვერდით მდებარე ეკლესიის შენობას. შემთხვევა ღამის საათებში ინდოეთის სოფელ ჩინგრვარამში მოხდა. ქრისტიანები წინა საღამოს ახალშობილის კურთხევის (მიძღვნის) ცერემონიალს აღნიშნავდნენ. როგორც წყაროები იუწყებიან, სახლში დაახლოებით 25 ოჯახის წევრსა და მათ მეგობრებს ეძინათ, ხოლო კიდევ დაახლოებით 25-30 ადამიანი ეკლესიის შენობაში იყო განთავსებული.

თავდამსხმელები მშვილდ-ისრებით, რკინის ძელებით, ბამბუკის ჯოხებითა და რკინის ნამგლებით იყვნენ შეიარაღებულნი და ბევრი მათგანი ნასვამიც იყო. ისინი ქრისტიანებს ადამიანების ქრისტიანობაზე მოქცევაში და ხმამაღალი მუსიკით ზეიმში ადანაშაულებდნენ. მათ დაწვეს ბიბლიები და ქრისტიანების კუთვნილი მოტოციკლეტები. ასევე გაანადგურეს შენახული ბურღულეული, დააზიანეს სახლი და მასში არსებული ქონება.

როგორც ერთ-ერთი დაშავებული და სახლის მეპატრონის შვილი, ლაქსმან მანდავი ამბობს, თავდამსხმელები ბავშვებს ხელებითა და ფეხებით სცემდნენ, დიდებს კი რკინის ძელებით. ის ასევე ამბობს, რომ მამამისი, 50 წლის მადვი მუკა, 2 თვის განმავლობაში იღებდა თავდამსხმელებისგან მუქარებს და ირწმუნება, რომ, სავარაუდოდ, ისინი 2 თვის განმავლობაში გეგმავდნენ ამ თავდასხმას.

როგორც თავად დაშავებულები ჰყვებიან, თავდასხმა დიდხანს გაგრძელდა. ბევრმა მათგანმა თავის შველა გაქცევით მოახერხა. მათ ჯუნგლებს შეაფარეს თავი, ბევრმა კი საკმაოდ სერიოზული შინაგანი თუ გარეგანი დაზიანებები მიიღო.

გადარჩენილთა თქმით, პოლიცია შემთხვევის ადგილას მხოლოდ დილით, 8 საათზე, მივიდა, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელები მიიმალნენ. 21 დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით სხვადასხვა ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

წყაროების ცნობით, დაშავებულთა რამდენიმე ოჯახი, რომელიც სოფელში ცხოვრობს, ახლა იმალება, რადგან თავდამსხმელებისგან მუქარა მიიღეს, რომ მათ მოკლავდნენ, იმის გამო, რომ 25 ნოემბრის თავდასხმის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

ქრისტიანები ინდოეთის მოსახლეობის 2.3%-ს შეადგენენ. მართალია, ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული, მაგრამ ინდოელ ქრისტიანებზე თავდასხმათა რიცხვი 2014 წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, როცა ქვეყნის სათავეში ინდოეთის სახალხო პარტია მოექცა. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Open Doors-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-10 ქვეყანაა, სადაც ქრისტიანებს ძლიერ დევნიან.


ამავე კატეგორიის

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

    26 იანვარი, 2021
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    რა არის თეოლოგია?

    27 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები