ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ინდოეთი: ქრისტიანები პირველად დააკავეს ახალი, „სხვა რელიგიაზე მოქცევის საწინააღმდეგო“ კანონის საფუძველზე

by ნინო ხუროშვილი 6 იანვარი, 2021
6 იანვარი, 2021 194 ნახვა

ერთი კორეელი ქრისტიანი და სამი ინდოელი დააკავეს უტარ პრადეშის შტატში. მათ ბრალი დასდეს სხვა ადამიანების ქრისტიანობაზე თაღლითური გზით მოქცევის მცდელობაში. პოლიციის მტკიცებით, ისინი საკვებისა და სხვა დახმარების დარიგების მეშვეობით ცდილობდნენ ადამიანთა ქრისტიანობაზე მოქცევას პანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების პირობებში.

ახალი, „სხვა რელიგიაზე მოქცევის საწინააღმდეგო“ კანონის თანახმად, რომელიც უტარ პრადეშის შტატში გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა, 19 დეკემბერს პოლიციამ დააპატიმრა სეულში მცხოვრები 50 წლის მი კიუნგ ლი და სამი ინდოელი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რაჯ კუმარ მასიჰი, რომელიც ორგანიზებას უწევს ხალხისათვის სხვადასხვა სახის დახმარების მიწოდებას. რაჯ კუმარ მასიჰი უკვე ათასობით ადამიანს დაეხმარა მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში ამის ოფიციალური ნებართვა აიღო.

ქრისტიანების დაკავება ერთ-ერთმა ბენეფიციარის, ანიტა შარმას განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას და მეზობელ ქალს ფული შესთავაზეს ქრისტიანობის მიღების სანაცვლოდ. მასიჰი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ფული არავისთვის შეუთავაზებიათ ქრისტიანობაზე მოქცევის სანაცვლოდ.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ბენეფიციარების სახელები და ტელეფონის ნომრები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არ გვითხოვია მათთვის რწმენისა თუ რელიგიის შეცვლა.“ – უთხრა მასიჰმა Morning Star News-ს.

გარდა ამისა, მასიჰი ამას ინდუისტი ნაციონალისტების მიერ კარგად დაგეგმილ შეთქმულებას უწოდებს, რომელშიც ახალი კანონი გამოყენეს.

ქრისტიანები ინდოეთის მოსახლეობის 2.3%-ს შეადგენენ. მართალია, ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული, მაგრამ ინდოელ ქრისტიანებზე თავდასხმათა რიცხვი 2014 წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, როცა ქვეყნის სათავეში ინდოეთის სახალხო პარტია მოექცა. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Open Doors-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-10 ქვეყანაა, სადაც ქრისტიანებს ძლიერ დევნიან.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები