ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ინდოეთში სარწმუნოების შეცვლის საწინააღმდეგო კანონები ვრცელდება

by გუჯა ჩაჩანიძე 15 იანვარი, 2021
15 იანვარი, 2021 190 ნახვა

მადია პრადეში ერთ-ერთი შტატია ინდოეთში, რომელმაც მიიღო კანონი სარწმუნოების შეცვლის საწინააღმდეგოდ. კანონი ძალაში შევიდა ინდოეთის ცენტრალურ შტატში 9 იანვარს, მას შემდეგ, რაც ინდოეთის სხვა შტატმა, უტარ-პრადეშმა გასულ ნოემბერს შემოიღო მსგავსი კანონი.

ორგანიზაცია Release International, რომელიც მხარს უჭერს დევნილ ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში, შიშობს, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ქრისტიანული ევანგელიზაციის აკრძალვისკენ მთელ ქვეყანაში.

სარწმუნოების შეცვლის საწინააღმდეგო კანონები მიღებულია ინდოეთის მასშტაბით მინიმუმ ცხრა შტატში, მაგრამ როგორც Release International აცხადებს, მადია პრადეშის კანონმდებლობა განსაკუთრებით მკაცრია, რადგან პოლიციას უფლება აქვს, დააპატიმროს ეჭვმიტანილები ორდერის გარეშე და არ გამოუშვას გირაოს შემთხვევაშიც კი, სანამ ისინი თვითონ არ დაამტკიცებენ თავიანთ უდანაშაულობას.

კანონში ნათქვამია: „არცერთმა პირმა არ უნდა შეიცვალოს სარწმუნოება და არც სხვას არ უნდა უბიძგოს ამისკენ პირდაპირ თუ ირიბად, მუქარით, იძულებით, ქორწინების გამოყენებით ან ნებისმიერი სხვა თაღლითური გზით.“

Release International-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ფორმალურად მიზნად ისახავს ძალადობრივი გზით სხვა რელიგიაზე მოქცევის ხელის შეშლას, სინამდვილეში იგი სისხლის სამართლის დანაშაულად წარმოაჩენს ქრისტიანების მიერ სხვადასხვა დახმარების დარიგებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, წელს ინდოეთში ქრისტიანების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა კიდევ შეიძლება გაუარესდეს.

უტარ პრადეშში აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, ერთი სამხრეთ კორეელი ქრისტიანი და 3 ინდოელი დააპატიმრეს, რადგან მათ პანდემიის გამო დაზარალებულებს საკვები დაურიგეს.

„ეს კანონი შეიძლება გონივრული ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ის უფრო მეტად ზრდის შეუწყნარებლობასა და ექსტრემიზმს. ამ ქვეყანაში არსებული იდეოლოგიით ინდოელობა უდრის ინდუისტობას.“ – განაცხადა Release International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ რობინსონმა.

ინდუისტური ნაციონალიზმი გაიზარდა 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ახალი პარტია (Bharatiya Janata Party) მოვიდა. ამის შედეგ ინდოეთში მყოფ ქრისტიანებზე თავდასხმა და ზეწოლა კიდევ უფრო გახშირდა.

P.S. გთხოვთ, ილოცოთ ქრისტიანებისთვის, რომლებიც იდევნებიან თავიანთი რწმენის გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ამავე კატეგორიის

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

    26 იანვარი, 2021
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    რა არის თეოლოგია?

    27 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები