ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ინდოეთში ქრისტიანების დევნა უკიდურეს საზღვრებს აღწევს

by ნინო ხუროშვილი 25 მაისი, 2020
25 მაისი, 2020 126 ნახვა

ინდოეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ მკაცრი გაფრთხილება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიისაგან (USCIRF) ყოველწლიური ანგარიშის მეშვეობით, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კვლევას შეეხება.

ანგარიშში კომისია ინდოეთის მთავრობას მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არავინ არაფერს აკეთებს ქრისტიანთა მიმართ გაზრდილი ძალადობის აღსაკვეთად. ეკლესიებს ანგრევენ, ხუცესებს სცემენ, ბიბლიებს წვავენ და ამ დროს ქვეყნის ხელისუფლება ჩუმად არის.

იდევნებიან არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ მუსლიმანებიც. ცნობებმა ამის შესახებ უკვე გამოიწვია მსოფლიო საზოგადოების გულისწყრომა. ანგარიშის მეშვეობით კომისია იმედოვნებს, რომ ზეწოლას მოახდენს ინდოეთის მთავრობაზე, რათა ამ უკანასკნელმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

ორგანიზაციის Faithwire წარმომადგენელმა დენ ანდროსმა ინტერვიუ მისცა რადიო „წამებულთა ხმის“ წამყვანს ტოდ ნეტლტონს ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რაც მოიმოქმედა ინდოეთის ინდუისტურმა ნაციონალისტურმა ხელისუფლებამ ქვეყნის მუსლიმან მოქალაქეთა წინააღმდეგ 2019 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ მთავრობას სურს, ქვეყნის ყოველი მოქალაქე ინდუისტი იყოს, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ქრისტიან მორწმუნეთა მდგომარეობაზეც.

დენ ანდროსი საუბრობს ასევე იმის შესახებ, რომ ქვეყნის მთავრობა ინდოეთში მცხოვრებ ადამიანებს სთხოვს რეგისტრაციის გავლას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ან მათი ოჯახის წევრები ინდოეთში ცხოვრობდნენ 1970 წლიდან. ბევრ ინდოელს არ გააჩნია მსგავსი დოკუმენტაცია და ამის გამო მთავრობა მათ ეუბნება, რომ ისინი არ არიან ქვეყნის მოქალაქეები და უნდა დაბრუნდნენ იქ, საიდანაც არიან. ეს მილიონობით ინდოელს უქმნის დიდ პრობლემებს.

ინდოეთი ბევრს არ მიაჩნია ისეთ ქვეყანად, სადაც შეიძლება რწმენის გამო ადამიანები იდევნებოდნენ, რადგან ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიული ქვეყანაა და ისინი ტრაბახობენ ამით. ამავდროულად, აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს 300-ზე მეტი თავდასხმა მოხდა ქრისტიანებზე. ეს კი ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორია ინდოეთში მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების მხრივ.


ამავე კატეგორიის

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

    26 იანვარი, 2021
  • 5

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები