ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

„იუთუბი“ ცენზურას უწესებს ყოფილი ტრანსგენდერის დამოწმებას

by მარიამ გოგიჩაშვილი 29 ივნისი, 2020
29 ივნისი, 2020 125 ნახვა

„იუთუბმა“ ცენზურა დაუწესა კაცს, რომელიც ერთ დროს ტრანსგენდერი იყო და მის საუბარს „სიძულვილის ენა“ უწოდა იმის გამო, რომ მან საკუთარი აზრი გამოთქვა გენდერული იდენტობის დარღვევასა და ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით, რომელსაც აღნიშნული ვიდეოპლატფორმა არ ეთანხმება.

უოლტ ჰეიერმა, ვებგვერდის Sex Change Regret შემქმნელმა, გასულ წელს მონაწილეობა მიიღო ფონდის Heritage Foundation მიერ მოწყობილ მრგვალ მაგიდასთან დისკუსიაში, სადაც მან დაწვრილებით ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იღებდა ჰორმონებს და როგორ გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია იმისათვის, რომ ქალს დამსგავსებოდა.

დისკუსიისას „ბავშვთა დაცვა სექსუალიზაციისგან“, ჰეიერმა თქვა, რომ იმ 8 წლის განმავლობაში, როცა ქალივით ცხოვრობდა, გააცნობიერა, რომ მიუხედავად გარეგნობის შეცვლისა, სქესი უცვლელი მახასიათებელი გახლდათ.

„იუთუბის“ მომხმარებლებმა ჰეიერის განცხადება შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს, რის გამოც Heritage Foundation-ის მიერ განთავსებული ვიდეო „იუთუბმა“ წაშალა და განაცხადა: „სიძულვილის ენის საწინააღმდეგოდ მიმართული ჩვენი პოლიტიკა კრძალავს ვიდეოებს, რომლებშიც საუბარია იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ადამიანის სექსუალურობა ან გენდერული იდენტობა ავადმყოფობა ან გონებრივი დაავადებაა. მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე ჩვენ მალევე ვშლით ვიდეოებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს პოლიტიკას.“

ამასთან, „იუთუბის“ განცხადებით, კომპანია კრძალავს ისეთ კომენტარებსა და განცხადებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელია „ცალკეული ადამიანებისა თუ ჯგუფებისათვის“.

„იუთუბმა“ ასევე გააპროტესტა ჰეიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები „ტრანსგენდერებად არ იბადებიან“ და რომ გენდერული იდენტობის მოშლა „ბავშვის განვითარებაში არსებული დარღვევაა, რომელსაც დღეს ზრდასრულები ჩვენი ახალგაზრდების საბოროტოდ მიმართავენ და ჩვენი სკოლებიც თანამონაწილეობენ ამაში.“

„მე ვდგავარ თქვენ წინაშე დასახიჩრებული სხეულით, მრავალმხრივ დამახინჯებული ცხოვრებით; ქრისტეს მიერ გამოსყიდული, თუმცა დამახინჯებული, რადგან მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგად გამოვიყურებოდი და ეს შესანიშნავი იყო. მივედი ექიმთან, რომელმაც მითხრა: ‘შენ მხოლოდ ჰორმონების ცვლილება და ქირურგიული ჩარევა გჭირდება.’“ – ამბობს ჰეიერი.

ახალი ვიდეო შეიცავს „სიძულვილის“ გამომხატველ ექვს სიტყვას, რის გამოც „იუთუბმა“ ვიდეო წაშალა. ჰეიერი კი აცხადებს, რომ მისი სიტყვები საფუძვლიანია და სრულიად სერიოზული.

ფონდის Heritage Foundation დირექტორი, ემილი კაო, ესაუბრა „იუთუბს“ ვიდეოს წაშლასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ჰეიერის აღწერა ახალგაზრდობაში გენდერული იდენტობის დარღვევასთან დაკავშირებით შეესაბამება „ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის“ „გონებრივ დარღვევათა დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს“ მეხუთე გამოცემაში მოცემულ განმარტებას. გამოცემა დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება ოფიციალურ სახელმძღვანელოდ აღნიშნულ სფეროში.

„’იუთუბმა’, ვითომდა, ‘სიძულვილის ენის’ მიზეზით, გადაწყვიტა, ცენზურა დაეწესებინა იმ შეხედულებაზე, რომელიც მას არ მოსწონს. ეს ვერ დაეხმარება იმ ბავშვებსა და ოჯახებს, რომლებიც ამ დარღვევების გამო იტანჯებიან და სურთ, დისკუსიაში მონაწილე ორივე მხარის არგუმენტები მოისმინონ.“ – განაცხადა კაომ.

ჰეიერი ხშირად საუბრობს იმ ზიანის შესახებ, რაც მოაქვს სქესის შეცვლის ოპერაციებს, ექსპერიმენტულ ჰორმონალურ თერაპიასა და ბავშვებში სქესობრივი სიმწიფის შეჩერებას. მისი აზრით, ფსიქოლოგიური ძალადობაა ის, რომ ბავშვს უდასტურებენ, თითქოსდა ის სხვა სქესისაა.

„ჩვენ ხშირად ვიღებთ წერილებს მშობლებისგან და თვით ტრანსგენდერებისგანაც, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, რათა შეძლონ, თავი დააღწიონ ისეთ ცხოვრებას, როგორითაც მე ვცხოვრობდი 5, 6 და 30 წლის განმავლობაში. მეკითხებიან, შემიძლია თუ არა, დავეხმარო თავდაპირველი სქესის დაბრუნებაში.

ჩვენ ტრანსგენდერ ბავშვებს ვაწარმოებთ. ჩვენ წარმოვქმნით მათ დეპრესიას, მათ შფოთვას. უზარმაზარ ინდუსტრიად იქცა შემოსავლის მიღება ბავშვების ცხოვრების დანგრევით. ჩვენ მთელ თაობას ვანადგურებთ და ეს სერიოზულ ბიზნესადაა ქცეული.“ – განაცხადა ჰეიერმა.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები