ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

კომპანია Amazon-ს მოუწოდებენ, ქველმოქმედების სიიდან ამოიღოს ქრისტიანული ორგანიზაციები

by ნინო ხუროშვილი 5 იანვარი, 2021
5 იანვარი, 2021 178 ნახვა

გაერთიანებულ სამეფოში არსებული დამოუკიდებელი გლობალური მედიაორგანიზაცია openDemocracy კომპანია „ამაზონისგან“ მოითხოვს, AmazonSmile-ის საქველმოქმედო ვებგვერდის ჩამონათვალიდან ამოშალოს ქრისტიანული ორგანიზაციები, რადგან ისინი ტრადიციულ, ბიბლიურ შეხედულებებს ემხრობიან სექსუალურობასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ამაზონმა“ ქრისტიანული ორგანიზაციები Focus on the Family, ასევე, „ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაცია“ და სხვა ქრისტიანული ჯგუფები უნდა ამოშალოს AmazonSmile-ის პროგრამიდან, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინებას; გარდა ამისა, ადასტურებენ ბიბლიის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა.

AmazonSmile არის „ამაზონის“ მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც მყიდველებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკუთარ შენაძენთა ნაწილი ქველმოქმედებას შესწირონ. ორგანიზაცია OpenDemocracy ამ ქრისტიანულ ჯგუფებს „ანტი-ლგბტ“-ს უწოდებს.

„აშშ-ში არსებული ათეულობით ანტი-ლგბტ ჯგუფი ფინანსებს „ამაზონის“ ონლაინშემოწირულობათა პლატფორმის მეშვეობით აგროვებს, მიუხედავად სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კომპანიის პოლიტიკისა.“ – წერია ორგანიზაციის ვებგვერდზე.  

ორგანიზაცია openDemocracy ასევე წერს, რომ AmazonSmile-ის ვებგვერდზე ჩამოთვლილია 40-ზე მეტი ქრისტიანული ორგანიზაცია, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება ლგბტ უფლებებსა და მათ თანასწორუფლებიანობას. ამ ორგანიზაციებს შორის openDemocracy ასახელებს Focus on the Family-ს, ბილი გრემის ევანგელისტურ ასოციაციას და ასევე, American Center for Law and Justice-ს (კანონისა და მართლმსაჯულების ამერიკული ცენტრი).

აშშ-ში მცხოვრები მილიონობით სახარებისეული მორწმუნე უჭერს მხარს ამ სამ ორგანიზაციას. „ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის“ წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა: „ჩვენ არ ვერთვებით კანონსაწინააღმდეგო დისკრიმინაციაში და არც შეუწყნარებლობას ვუჭერთ მხარს. ვიმედოვნებთ, რომ Amazon Smile გააგრძელებს ყველა ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემას და არ გამოიჩენს დისკრიმინაციას რელიგიური ჯგუფების მიმართ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ გულწრფელ, რელიგიურ შეხედულებებზეა დაფუძნებული.“ 


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები