ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ლოცვის ეროვნული დღე აშშ-ში

by ნინო ხუროშვილი 6 მაისი, 2021
6 მაისი, 2021 107 ნახვა

მაისის პირველი ხუთშაბათი აშშ-ის ლოცვის ეროვნული დღეა. ამ დღის თემა გახლდათ ციტატა ბიბლიიდან, კორინთელთა მიმართ მე-2 წერილის 3:17: „ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.“  ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო დაგეგმილი და მასში უამრავი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსებიც. „ლოცვის ეროვნული დღის“ ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ცნობილი მქადაგებელი ნიკ ვუიჩიჩი გახლდათ.

„ჩემთვის პატივია, რომ მე ვარ შეერთებული შტატების ლოცვის ეროვნული დღის მთავარი მომხსენებელი ტეხასის შტატში. ყოველივე იმის შემდეგ, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დაატყდა, მნიშვნელოვანია, რომ შევიკრიბოთ და ერთად ვილოცოთ. ღმერთს ვთხოვ, განკურნოს და დალოცოს ამერიკა.“ – წერს ნიკ ვუიჩიჩი საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“.

თავდაპირველად, 1775 წელს პირველმა კონტინენტურმა კონგრესმა მოიწვია ხალხი ლოცვის პირველი ეროვნული დღისათვის. 1863 წელს აბრაამ ლინკოლნმა განაცხადა ამ დღის აუცილებლობის შესახებ. 1952 წელს კი კონგრესმა ყოველწლიურ მოვლენად დაადგინა ლოცვის ეროვნული დღე. დადგენილებას, როგორც კანონს, ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ტრუმანმა. 1988 წელს კანონში შევიდა ცვლილება და მას ხელი მოეწერა პრეზიდენტ რეიგანის მიერ. კანონის მიხედვით, მაისის პირველი ხუთშაბათი განისაზღვრა ლოცვის ეროვნულ დღედ.  

„უფალო, მზერას აღვაპყრობთ და ვხედავთ მილიარდობით ვარსკვლავს, რომელიც შექმენი და გადიდებთ. გარშემო ვიყურებით და ვხედავთ მილიარდობით ადამიანს, რომელთაგან ყველა საოცრად და განსაკუთრებულად გყავს შექმნილი და მადლობას გიხდით. გარემოგვიცავი შენი სულით და გაგვაერთიანე ერთ ოჯახად, უფალო. გმადლობთ, რომ პირველად შენ შეგვიყვარე. გმადლობთ, რომ ისე შეიყვარე კაცობრიობა, რომ წარმოგზავნე შენი ძე, რათა დაგეხსენით.

უფალო იესო, მხოლოდ შენში გვაქვს საუკუნო და უხვი სიცოცხლე. გმადლობთ, რომ გვასწავლი, როგორ გვიყვარდეს და როგორ ვცხოვრობდეთ ერთგული და ნაყოფიერი ცხოვრებით. შენს სიკვდილში, აღდგომასა და ამაღლებაში ხარ ჩვენი უფალი, ჩვენი სიყვარული, ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი თავისუფლება. შენ მოხვედი ‘გულგატეხილთა ჭრილობების შესახვევად, რომ გამოუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა’. შენ გაგვათავისუფლე იმ სირცხვილისა და სასჯელისგან, რომელსაც ჩვენი ცოდვების გამო ვიმსახურებდით. გაგვათავისუფლე, რათა გვეცხოვრა ისეთი ცხოვრებით, როგორისთვისაც შექმენი ჩვენი ერი.“ – ასე ჟღერს „ლოცვის დღის“ ერთსულოვანი ვედრება ღმერთისადმი ამერიკელი ერისთვის.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები