ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

მამაკაცი აშშ-დან: „ღმერთმა შთაბერა სუნთქვა ჩემს ფილტვებს და განმკურნა კორონავირუსისგან”

by თამუნა ბაღდავაძე 18 მაისი, 2020
18 მაისი, 2020 79 ნახვა

კლეი ბენტლი 11 დღის განმავლობაში იწვა ჰოსპიტალში და მას სჯერა, რომ უფალმა გადაარჩინა მისი სიცოცხლე, რათა მან უამბოს ყველას იმედის, ხსნისა და რწმენის შესახებ.

59 წლის ბენტლი იხსნებეს რა გასულ პერიოდს, ამბობს, რომ მან იცის, როგორ დაავადდა.

„1-ელ მარტს გუნდში ვმღეროდი,“ ‒ თქვა ბენტლიმ. ‒ „სწორედ იქ გადამედო კორონავირუსი. ეკლესიაში იმ დღეს მინიმუმ 45-დან 50-მდე ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 2 კი გარდაიცვალა.“

ბენტლიმ თქვა, რომ იმ საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ რამდენიმე საათში დაეწყო სუნთქვის გაძნელება. ორშაბათს ის სწრაფი დახმარების ცენტრიდან პირდაპირ  გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მივიდა. თავიდან ექიმებმა მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, მისცეს ანტიბიოტიკი და სახლში გაუშვეს.

პარასკევს მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა, ამიტომ ის ისევ მივიდა საავადმყოფოში, სადაც ამჯერად უკვე დააწვინეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით. იმ დღეს ექიმებმა მას ტესტი ჩაუტარეს კოვიდ-19-ზე, რომელზეც დადებითი პასუხი მიიღეს. და რამდენადაც მის ფილტვებში სითხის რაოდენობა მატულობდა, პროგნოზიც უფრო შემაშფოთებელი და უიმედო იყო.

„ექიმები შემოვიდნენ და მითხრეს: ‘შენ ვერ ხდები უკეთ, ფაქტია, რომ დღეს უფრო უარეს მდგომარეობაში ხარ, ვიდრე მაშინ, როდესაც ჰოსპიტალში მოხვედი.’“ ‒ იხსნებდა ბენტლი.

„მე გავიგონე, როგორ მეუბნებოდა ღმერთის სული: ‘არა, შენ უკეთ ხდები. შენ უკეთ ხდები.’ და შემდგომ მან მკითხა: ‘ვის აპირებ, რომ დაუჯერო? ვის პროგნოზს დაიჯერებ?’“

ბენტლიმ გადაწყვიტა, ერწმუნა ღმერთის სიტყვა და იგივე მოიმოქმედა მისმა ცოლმაც.

„მე ხმამაღლა წარმოვთქვამდი ბიბლიურ მუხლებს, სიტყვებსა და საგალობლებს მისი სიცოცხლისთვის, ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.“ ‒ თქვა სიუზი ბენტლიმ.

კლეი ბენტლი ამბობს, რომ მის თავს გამთენიისას რაღაც მოხდა, დაახლოებით 3 საათზე.

„მე ვიგრძენი უფლის თანდასწრება.“ ‒ თქვა მან. ‒ „მე ვიგრძენი, როგორ შთამბერა მან ფილტვებში და ღრმად ჩავისუნთქე, რადგან ვიცოდი, ეს უფალი იყო. ხოლო როდესაც ამოვისუნთქე, ვიგრძენი, ყველაფერი ამომეწმინდა.“

„ექიმებმა გამსინჯეს და თქვეს: ‘კი მაგრამ, ჩვენ გუშინ გნახეთ. შენი მდგომარეობა გუშინ ყველაზე მძიმე იყო, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ჰოსპიტალში ხარ. დღეს დილით კი შენს ფილტვებში, ფაქტობრივად, აღარანაირი სითხე აღარ არის…’“ ‒ აღნიშნა ბენტლიმ.

ორი დღის შემდეგ ის გაწერეს საავადმყოფოდან. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ბენტლის ჰქონდა რევმატოიდული ართრიტი, ვიდრე კოვიდ-19-ით დაინფიცირდებოდა. ის ამბობს, რომ ახლა არც ეს დაავადება აღარ აწუხებს და უფალმა ის მისგანაც განკურნა.  

„მე ვგულისხმობ იმას, რომ მან ყველაფერი განკურნა ჩემში,“ ‒ თქვა ბენტლიმ. ‒ „იესო ისევ კურნავს. შენი ბაგეებით წარმოთქმულ მის სიტყვას მთების დაძვრა შეუძლია.“

ბენტლის ცოლის, სიუზის დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, 17 მარტს. სიუზი ამბობს, რომ ბოროტი ცდილობდა, დაერწმუნებინა ის, რომ ქმარსაც იმავე თარიღში დაკარგავდა, თუმცა ღვთის წყალობით იმ დღეს კლეი ბენტლი სახლში დაბრუნდა. 


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები