ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

მუსლიმანმა ტერორისტებმა ინდონეზიაში ქრისტიანები დახოცეს

by თამუნა ბაღდავაძე 2 დეკემბერი, 2020
2 დეკემბერი, 2020 356 ნახვა

27 ნოემბერს ინდონეზიის ცენტრალურ პროვინციაში, სულავესში, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, სახელად „აღმოსავლეთ ინდონეზიის მოჯაჰიდები“ (MIT), ქრისტიანების რამდენიმე სახლი გადაწვა, ხოლო ოთხი ქრისტიანი მოკლა.

ქვეყნის უშიშროების მინისტრისა და ადგილობრივი პოლიციის განყოფილების უფროსის თქმით, მკვლელობა სწორედ ამ ორგანიზაციის 8 წევრმა ჩაიდინა ორგანიზაციის ლიდერის, ალი კალიორას მეთაურობით. როგორც საინფორმაციო სააგენტო AsiaNews.it იუწყება, ამ ორგანიზაციას კავშირი აქვს ისლამურ სახელმწიფოსთან.

დაკრძალვა ტრაგედიიდან ორ დღეში, 29 ნოემბერს გაიმართა. უშიშროების მინისტრის თქმით, ტერორისტებს არ დაუწვავთ ეკლესიები, თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ტერორისტების მიერ გადამწვარი ზოგიერთი სახლი ღვთისმსახურების ჩასატარებლად გამოიყენებოდა ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესიის, „ხსნის არმიის“ მიერ. დახოცილებიც სწორედ „ხსნის არმიის“ ეკლესიის წევრები იყვნენ.

ბევრმა ქრისტიანულმა და არაქრისტიანულმა თემმა მიუსამძიმრა „ხსნის არმიის“ ეკლესიას. მათ ცენტრალური სულავესის მოსახლეობას მსხვერპლთა ოჯახებისთვის ლოცვისკენ მოუწოდეს. როგორც იუწყებიან, თავად ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო დუმს. მოსახლეობის ნაწილი გაოცებულია ამ დუმილით, რადგან ახსოვთ, რომ ვიდოდომ მწუხარება გამოთქვა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი უბრალოდ თავს იკავებს საჯარო განცხადებებისგან.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, პროვინციაში მობილიზებულნი არიან პოლიციელები, რომლებსაც ტერორისტების ძიებაში სამხედროებიც შეუერთდნენ. თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ვარაუდობს, სამძებრო სამუშაოები რთული იქნება, რადგან სოფელი, სადაც ტერორისტების ძიება მიმდინარეობს, საკმაოდ მთიანია.

როგორც ცნობილია, უკვე ათეული წელია, რაც ინდონეზიის კუნძულ სულავესის ცენტრალური ნაწილი ტერორისტული თავდასხმების ველს წარმოადგენს.

P.S. გთხოვთ ილოცოთ ქრისტიანებისთვის, რომელთაც ისლამურ გარემოში უწევთ ცხოვრება და ბრძოლა თავის გასატანად.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები